|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გამოეხმაურა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძის მიმართვას მრავალშვილიანებთან დაკავშირებით? [R]

 ,,გეთანხმებით, რომ დემოგრაფია, მრავალშვილიანობის საკითხი საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან და მზად ვარ, რომ აქტიურად განვიხილოთ აღნიშნული საკითხი", - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძეს.

„მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე არაერთი სოციალური პროგრამა და სერვისი გვაქვს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის, თუ ჩვენ ვთანხმდებით რომ მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა მაშინ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ოჯახების გასაძლიერებლად, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით მათ აუცილებლად სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, არ აქვს მნიშვნელობა სოციალურად დაუცველია თუ არა ოჯახი აუცილებელია სახელმწიფოს თანადგომა იგრძნოს." - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელი გამოხმაურება მოჰყვა.

"მრავალშვილიანების პოლიტიკას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით მე დრო დამჭირდება. მართლაც გეთანხმებით, რომ ამ საკითხს სჭირდება დამუშავება და სპეციალური პროგრამების ამოქმედება, მე მოგიწოდებთ, რომ თქვენც ჩართულიყავით და ერთობლივად შევიმუშაოთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით. გეტყვით, რომ მრავალშვილიანობის წასახალისებლად, მე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ეს პროგრამა გადავიდა თავდაცვაშიც, მრავალშვილიანებს ჩვენ ცალკე დავუწესეთ დანამატები, ასევე შვილის შეძენაზე გვქონდა ჩვენ წამახალისებელი ერთჯერადი 1000 ლარიანი დანამატები და ასე შემდეგ. გეთანხმებით, რომ დემოგრაფია, მრავალშვილიანობის საკითხი საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან და მზად ვარ, რომ აქტიურად განვიხილოთ აღნიშნული საკითხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი