|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ მიმდინარეობს აჭარაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა [VIDEO]

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო პერიოდში 40 გრადუსს აღწევს, რა დროსაც ინვაზიური მავნებელი აზიური ფაროსანა მაქსიმალურ მავნეობაზე გადადის. ბაღლინჯო მნიშვნელვან საფრთხეს აჭარის რეგიონისთვის წარმოადგენს.

მის წინააღმდეგ წამლობის დროს მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის გათვალისწინებაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო წამლობა ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეიობს.

ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით, რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოებში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანური და ტექნიკური რესურსია ჩართული.

სახელმწიფო პროგრამასთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებს შესაწამლი პრეპარატებიც გადაეცათ, რომლის გამოყენებაც მავნებლის გააქტიურების შემთხვევაში თვითმმართველობებს შეეძლებათ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპისრეკონსტრუქციისადაგანვითარებისბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანასპროექტისფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკისრესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთანერთადახორციელებს. ისშესაძლოაარწარმოადგენდეს EBRD-ისშეხედულებას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა