|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ მოვიქცეთ კისრის ტკივილის დროს?

კისრის ტკივილი ამ საუკუნის გავრცელებული პრობლემაა და ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება. კისრის ტკივილის პერიოდი კი რამდენიმე თვეში ქრება, მაგრამ ადამიანთა ნახევარს ან სამ-მეოთხედს  განმეორებითი ტკივილები ისევ ეწყება. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. გარდა ამისა, კისრის ტკივილის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ცუდი ძილი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და სტრესი. ასევე, ალბათ გსმენიათ, რომ არსებობს სხეულის სწორი და არასწორი პოზები, ზოგიერთ პოზას ხერხემლის ტკივილის გამოწვევაც შეუძლია. ამიტომ, მუშაობის დროს აუცილებელია:

  • ჯდომის მანერის ხშირი ცვლილება
  • სამუშაო სივრცის კომფორტულად მოწყობა;
  • სპეციალური სკამისა თუ სხვა მოწყობილობების გამოყენებას.

 

კისრის ტკივილის მკურნალობის პროცესში ჯანსაღი ცხოვრების წესის ფაქტორებს  დიდი მნიშვნელობა აქვსიძინეთ საკმარისად, ივარჯიშეთ ფიზიკურად და ეცადეთ, ნაკლები სტრესი მიიღოთ. თუ თქვენ სისტემატურად შეასრულებთ მარტივ ვარჯიშებს, კისრის კუნთები გაგიძლიერდებათ, რაც თავიდან აგარიდებთ დაძაბულობასა და დაჭიმულობას. გარდა ამისა, ტკივილის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კისრის ფიქსატორები. იქიდან გამომდინარე, რომ  მოძრაობისას ტკივილი ამ არეში ძლიერდება იმობილიზაციის მიზნით ამ პროდუქტის ტარება საკმაოდ ეფექტურია. გარდა ამისა, ის თავს ნეიტრალურ პოზიციაში აფიქსირებს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც ხსნის. კისრის ფიქსატორების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანიაახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას 13 მაღაზიაში სთავაზობსფილიალები მდებარეობს როგორც დედაქალაქში ასევე, რეგიონებში: გორში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, კომპანიაახალი ხედვისკისრის ფიქსატორების შეძენა ონლაინ მეთოდითაც შესაძლებელია. ამისთვის კომპანიის ვებგვერდზე დარეგისტრირება და სასურველი პროდუქტის კალათაში ჩაგდებაა  საჭირო. პროდუქტს, კი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში კურიერი უმოკლეს დროში მოგიტანთ




ავტორი: ნიუპრესი