როგორ შევადგინოთ აგრო ბიზნეს გეგმა სესხისთვის
თუ ფიქრობ, რომ მზად ხარ სოფლის მეურნეობაში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად და გსურს დაიწყო ან გააფართოო აგრო საქმიანობა, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სწორი ბიზნეს გეგმის შედგენა.
ასეთი გეგმა გახდება ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება სესხის მიღებაში. მაგალითად, მიკრობანკი MBC-ის აგრო სესხი ითვალისწინებს შენს საჭიროებებს და დაფინანსების მისაღებად მოითხოვს გეგმას.
რატომ არის აგრო ბიზნეს გეგმა აუცილებელი?
ბიზნეს გეგმა არ არის მხოლოდ ფორმალურობა, ის შენი იდეის სტრუქტურირებულად წარმოდგენის საშუალებაა, რომელიც ცხადად აჩვენებს, რას გეგმავ, როგორ მიაღწევ მიზნებს და რა ფინანსური რესურსები დაგჭირდება.
როცა სესხზე განაცხადს აკეთებ, კრედიტორი სწორედ ამ გეგმაში ეძებს პასუხებს კითხვებზე:
- რას აწარმოებ?
- რა ბაზარზე აპირებ გასვლას?
- რა შემოსავალს ელოდები?
- როგორ და როდის დაფარავ სესხს?
შესაბამისად, აგრო ბიზნეს გეგმა უნდა იყოს რაც შეიძლება რეალისტური, დეტალური და მორგებული შენს კონკრეტულ საქმიანობაზე - იქნება ეს მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა თუ სხვა.
როგორ შევადგინოთ ეფექტური აგრო ბიზნეს გეგმა?
სათანადოდ შედგენილი აგრო გეგმა რამდენიმე აუცილებელ ნაწილს უნდა მოიცავდეს:
- პროექტის ზოგადი აღწერა
დაიწყე მოკლე შესავლით: რა სახის აგრო საქმიანობას გეგმავ? სად მდებარეობს მიწა ან მეურნეობა? გაქვს თუ არა უკვე გარკვეული რესურსები ან გამოცდილება? აქვე, უნდა აღწერო შენი ხედვა და მიზანი - მაგალითად, გსურს შექმნა ფერმერული მეურნეობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მოიცავს ერთ ჰექტარ ტერიტორიას და წლიურად 5 ტონამდე პროდუქტის წარმოებას შეძლებს.
- ბაზრის ანალიზი
აღნიშნე ვის მიაწვდი პროდუქციას და რა არის მოთხოვნის დინამიკა. შეგიძლია, მოკლედ აღწერო შენი კონკურენტები, ადგილობრივი ბაზრის ტენდენციები და შენი კონკურენტული უპირატესობები. მაგალითისთვის, თუ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდი, წარმოაჩინე როგორ დაგეგმე ლოგისტიკა, შეფუთვა და გაყიდვები.
- ფინანსური ნაწილი და ბიუჯეტი
ფინანსური განყოფილება ყველაზე კრიტიკულია. დაასახელე:
- რამდენი გჭირდება საწყისად (ინვესტიციების მოცულობა);
- რა სახის დანახარჯებს ითვალისწინებ (ინვენტარი, ტექნიკა, ნერგები, ცხოველები, შენობა-ნაგებობები და სხვა);
- რამდენი იქნება მოსალოდნელი შემოსავალი და როდის;
- როგორ დაფარავ სესხს და რა არის რისკების მართვის გეგმა.
ემბისის აგრო სესხი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სპეციფიკას და ხშირად მოითხოვს ამ მონაცემების მკაფიო წარმოდგენას, რათა ზუსტად შეფასდეს შენი პროექტის სიცოცხლისუნარიანობა.
- ოპერაციული გეგმა
განსაზღვრე რა სამუშაოები იგეგმება ყოველდღიურად, სეზონურად ან წელიწადში რამდენჯერმე. ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს? იქნები ეს შენ, შენი ოჯახის წევრები, თუ გჭირდება დამატებითი მუშახელი?
- რისკების შეფასება
- დაასახელე შესაძლო რისკები (კლიმატი, ბაზრის რყევები, პესტები და ა.შ.) და მიუთითე, როგორ აპირებ მათ შემცირებას. მაგალითად, შეგიძლია ჩართო სარწყავი სისტემის გამოყენება გვალვებისგან თავდასაცავად ან მოსავლის დაზღვევის პროგრამები.
- ბიზნეს გეგმის წერისას იყავი მაქსიმალურად რეალისტური. არ გადააჭარბო არც დანახარჯებს და არც შემოსავლის მოლოდინს.
- თუ კონკრეტული მონაცემები არ გაქვს, გამოიყენე ოფიციალური სტატისტიკა ან სოფლის მეურნეობის კონსულტანტების რჩევები.
- შეგიძლია მოითხოვო დახმარება აგროკონსულტანტებისგან ან საფინანსო ორგანიზაციებისგან, ხშირად ისინი გეხმარებიან გეგმის შედგენაში.
სოფლის მეურნეობა არის რთული, მაგრამ პერსპექტიული სფერო. სწორად შედგენილი აგრო ბიზნეს გეგმა არამხოლოდ დაგეხმარება სესხის მიღებაში, არამედ გახდება შენი საქმიანობის რუკა. ის გზამკვლევია, რომელზე დაყრდნობითაც შეგიძლია მართო რისკები, დაარეგულირო ბიუჯეტი და მიაღწიო დასახულ მიზნებს.
თუ ეძებ სანდო პარტნიორს დაფინანსებისთვის ემბისის აგრო სესხი შეიძლება სწორედ ის მხარდაჭერა იყოს, რაც შენს საქმეს წინ წასწევს.
გაქვს იდეა? მაშინ არ დააყოვნო და შექმენი შენი პირველი აგრო ბიზნეს გეგმა.
ავტორი: ნიუპრესი