|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ დივანი პატარა ბინისთვის

პატარა ბინაში სივრცის ოპტიმალურად გამოყენება გადამწყვეტია და როგორც წესი, დივანი ამ სივრცის ცენტრალური ელემენტია.

დივნის სწორად არჩევა პატარა ბინისთვის ნიშნავს კომფორტის, პრაქტიკულობისა და სტილის ბალანსის დაცვას.

 

პატარა ბინისთვის იდეალური დივანი უნდა იყოს კომპაქტური, მაგრამ, ამავდროულად, ფუნქციური, ამიტომ გასაშლელი და ტრანსფორმირებადი მოდელები საუკეთესო გამოსავალია

გასაშლელი დივნები დღის განმავლობაში სავარძლის ფუნქციას ასრულებს, ხოლო ღამით კომფორტულ საწოლად გარდაიქმნება. ასეთ მოდელებს, ხშირად, აქვს დამატებითი სათავსოებიც, სადაც ბალიშებისა და პლედების შენახვას შეძლებ.

რა უნდა გაითვალისწინო დივნის არჩევისას

დივნის ზომა და ფორმა მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად მოერგოს ოთახის განლაგებას. კუთხის დივნები, მოდულური მოდელები და გასაშლელი ვარიანტები სივრცის ოპტიმალურ გამოყენებას უწყობს ხელს.

  • სასურველია, დივანს ჰქონდეს დასაკეცი მექანიზმი ან ჩაშენებული სათავსოები, რაც დამატებით ადგილს დაგიზოგავს
  • პატარა სივრცისთვის, უმჯობესია, აირჩიო ნათელი ფერის დივანი, რადგან ღია ტონები ვიზუალურად ზრდის ოთახის სივრცეს
  • მინიმალისტური და მსუბუქი კონსტრუქციის მოდელები, თხელ ჩარჩოებითა და მარტივი დიზაინით ოთახს უფრო ჰაეროვანსა და მყუდროს ხდის

მნიშვნელოვანია დივნის მასალის სწორად არჩევაც:

  • თუ ხშირად გიწევს დივნის გაწმენდა, უმჯობესია ისეთი მასალა შეარჩიო, რომელიც ადვილად იწმინდება და ნაკლებად ბინძურდება, მაგალითად - მიკროფიბრა, ეკო-ტყავი და ლაქის მიმართ მდგრადი ტექსტილები.

პატარა ბინისთვის შესაფერისი დივნების დიდი არჩევანი გელოდება extra- საიტზე, საც აღმოაჩენ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: ლაბორატორია ჩემი სახლი, HOBEL, KARE, DARCY, Bladen და სხვა. ეწვიე ვებგვერდს და შეარჩიე საუკეთესო მოდელი შენი ინტერიერისთვის.



ავტორი: