|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ სასკოლო ჩანთები ონლაინ?

ახალი სასწავლო წლის მოახლოებამდე ბევრი მშობელი თადარიგს იჭერს და სასკოლო ჩანთებს დროულად იძენს. მოსწავლეების სასიხარულოდ, დღეს ამ მიმართულებით მრავალფეროვანი არჩევანია და სასკოლო ჩანთის შეძენა სხვადასხვა ვარიაციით არის შესაძლებელი (ორთოპედიული, ზურგჩანთა, მხრის ჩანთა და ა.შ). არსებობს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, რითაც მოდელების ფართო ასორტიმენტიდან ოპტიმალური ვარიანტის შერჩევას შეძლებთ.  

სანამ დეტალებზე გადავალთ, გაითვალისწინეთ, რომ Liloshop-ზე სასკოლო ჩანთების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია.  

უსაფრთხოება

სასკოლო ჩანთის არჩევისას ძირითადი ყურადღება უნდა გაამახვილოთ არა მის დიზაინსა და ღირებულებაზე, არამედ უსაფრთხოებაზე. ჩანთის მასალა არ უნდა იყოს ტოქსიკური. ზურგჩანთიდან გამოსული ძლიერი ქიმიური სუნი გაფრთხილებთ, რომ დროთა განმავლობაში ეს ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ასევე ყურადღება მიაქციეთ თასმებს და საღებავის გამძლეობას, რათა დასველებულ ჩანთაზე ფერი მარტივად არ გადავიდეს და ტანსაცმელი არ დაისვაროს. 

თვალსაჩინოება

დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ჩანთაზე ამრეკლი ელემენტების არსებობა აუცილებელია. ამ გზით ბავშვის გადაადგილება ბევრად თვალსაჩინო გახდება მძღოლებისთვის. 

პრაქტიკულობა

ყურადღება გაამახვილეთ ჩანთის მასალის პრაქტიკულობაზე. თანამედროვე ზურგჩანთები მრავალფეროვანი მასალისგან მზადდება (ბამბა, ნატურალური ტყავი, სინთეტიკური მასალები და სხვა). შესანიშნავი არჩევანია სასკოლო ზურგჩანთა, რომელიც გამძლე ნეილონის წყალგაუმტარი საფარისგანაა დამზადებული და მისი გარეცხვა სარეცხ მანქანაშიც შესაძლებელია. 

თასმები

თასმები უნდა იყოს საკმარისად ფართო, რათა მოსწავლეს მხრებში არ მოუჭიროს. თასმების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 4-5 სმ. გარდა ამისა შესაძლებელი უნდა იყოს მისი რეგულირება, რათა მისი სიგრძე ბავშვის სიმაღლეს და აღნაგობას მოარგოთ. ზურგჩანთაზე სასურველია დატანილი იყოს დამატებითი წინა სამაჯური, რათა უსაფრთხოდ დაფიქსირდეს აქსესუარი. 

ფუნქციურობა

სასკოლო ჩანთას უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ზომის ჯიბე, რათა მოსწავლემ მასში მოხერხებულად ჩააწყოს რვეულები, სახელმძღვანელოები, საფანქრე ყუთი, ლანჩის ყუთი, წყლის ბოთლი და სხვა საკანცელარიო ნივთები. 

 

დიზაინი

ამ ეტაპზე მიეცით ბავშვს თავისუფლება, რომ გამოავლინოს გემოვნება და თავად აირჩიოს ის სასკოლო ჩანთა, რომლის ტარებაც მინიმუმ ერთი წელი ესიამოვნება. 

ორთოპედიული ჩანთები

ორთოპედიული მოდელები სავალდებულოა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის. ისინი ხელს უწყობენ ზურგზე დატვირთვის მინიმუმამდე შემცირებას და სიმძიმის სწორად გადანაწილებას.

სკოლის ზურგჩანთების არჩევანი საკმაოდ ფართოა, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ სხვადასხვა ასაკის მოსწავლისთვის შესაფერისი ვარიანტი შეარჩიოთ. თქვენი შვილისთვის ცოდნის მიღების პროცესში საიმედო აქსესუარის შერჩევა ლილოშოპზე შეგიძლიათ. თანამედროვე სასკოლო ჩანთას თქვენივე მისამართზე, თბილისის მასშტაბით უფასოდ,  მიიღებთ. 



ავტორი: ნიუპრესი