როგორ შევარჩიოთ სესხი ბიზნესისთვის
დღესდღეობით, საკუთარი საქმის ქონა ნამდვილი ფუფუნებაა. ყოველდღიური სამუშაო რუტინისგან გაქცევა და რაიმე საინტერესო იდეის განხორციელება უამრავი ადამიანის ოცნებაა. მიუხედავად ამისა, იდეის არსებობის შემთხვევაშიც კი, ფინანსური კაპიტალის მოძიება საკმაოდ რთულია. ამიტომ მოსახლეობის უმრავლესობა ბიზნეს სესხის აღებას არჩევს.
კრედიტის აღება საკუთარი საქმის წამოსაწყებად ან არსებულის განსავითარებლად მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რაც ჩვენს ქვეყანაშიც წარმატებით მუშაობს. საფინანსო პროვაიდერებს შორის ადგილობრივ ბაზარზე mbc.com.ge ლიდერობს, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებითა და გამარტივებული პროცედურებით გამოირჩევა. მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ ბიზნეს კრედიტის აღება ადამიანების ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.
როგორ ავიღოთ ბიზნეს სესხი MBC-ში
ბიზნეს სესხის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ კომპანიის სანდოობასა და პროცედურულ კომფორტზე. თუ სესხის აღებას ემბისიში გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გაკეთება როგორც ონლაინ, ასევე სერვის ცენტერში ვიზიტით გზითაა შესაძლებელი. ემბისი ადამიანების ყოველდღიურობას ამარტივებს, ამიტომ კომპანია განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. კომპანიის ექსპერტები შეისწავლიან თქვენს დღევანდელ გადამხდელუნარიანობას და ბიზნესის დასაწყებად საჭირო რეკომენდაციებსაც მოგცემენ.
ემბისიში ორი ტიპის ბიზნეს სესხი შეგიძლიათ აიღოთ:
- 2000-დან 100 ათას ლარამდე ბიზნეს სესხი შესაბამისი უზრუნველყოფით;
- 500-დან 10 ათას ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე;
თუ უკვე აიღეთ ბიზნეს სესხი სხვა ორგანიზაციაში და პირობები არ მოგწონთ, ემბისიში ბიზნეს სესხის პორტირებაც მარტივად ხდება.
კომპანია თქვენს შემოსავლებზე მორგებულ გადახდის კლებად გრაფიკს შეგიდგენთ. გონივრულად განსაზღვრული ყოველთვიური შენატანი კი კრედიტის დაფარვის პროცესს გაგიმარტივებთ. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ვალდებულებების მომსახურებას.
ემბისიში ბიზნეს სესხი 120 თვემდე ვადით გაიცემა. ყოველთვიური შენატანით კი როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე პროცენტიც იფარება. ამასთან, სესხი როგორც იურიდიულ პირებზე, ასევე ინდივიდუალურ - თვითდასაქმებულ მომხმარებლებზეც გაიცემა.
თუ ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავთ და გსურთ, რომ რუტინას დაემშვიდობოთ, მაშინ ბიზნეს სესხის აღება გონივრული გადაწყვეტილებაა. ცხოვრება წინ მიდის, ინფლაციის პირობებში კი ფულის დაგროვება და წლობით ლოდინი ნამდვილად არ ღირს. უმჯობესია ნაბიჯი დღესვე გადადგათ და თქვენი ყოველდღიურობა ძირეულად შეცვალოთ. სანდო კომპანიასთან თანამშრომლობით თქვენ წინასწარ გათვლით შესაძლო რისკებს და თავს მაქსიმალურად დაიზღვევთ, რაც წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ავტორი: