როგორ უნდა იდგას საწოლი ფენ-შუის მიხედვით
საძინებელი ჩვენი სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ვისვენებთ, ვიძინებთ და ვიღებთ ახალ ენერგიას. ფენ-შუის ფილოსოფია გვასწავლის, როგორ უნდა მოვაწყოთ ეს სივრცე ისე, რომ ენერგიამ დადებითად იმოქმედოს ჩვენზე. ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ამ პროცესში საწოლის სწორი განლაგებაა.
როგორ მოვაწყოთ საძინებელი პოზიტიური ენერგიისთვის
ფენ-შუის მიხედვით, ენერგია ("ჩი") პირდაპირ მოძრაობს კარიდან, რაც ხელს უშლის მშვიდ ძილს. იდეალურია, თუ სახლში საწოლები კარის პირისპირ არ იქნება მოთავსებული.
- საწოლს უნდა ჰქონდეს მყარი და დაცული ფონი, ამიტომ საუკეთესოა, თუ საწოლის თავს კედელს მიაყრდნობ.
- საწოლის თავზე მძიმე თაროები, ჭაღები ან ნახატები არ უნდა ეკიდოს, რადგან ეს სიმბოლურად სირთულეებსა და წნეხს განასახიერებს.
- იდეალური განლაგებაა, თუ საწოლიდან ხედავთ კარს, მაგრამ კარის პირისპირ არ ხართ. ეს პოზიცია სიმშვიდესა და უსაფრთხოებას განასახიერებს.
- მარჯვენა და მარცხენა სივრცის ბალანსი – საწოლის ორივე მხარეს სივრცე უნდა რჩებოდეს, რათა ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს. ეს ასევე ეხმარება პარტნიორულ ჰარმონიას.
რას უნდა ავარიდოთ თავი საძინებლის მოწყობისას
- სარკეები საწოლის პირდაპირ არღვევს ენერგეტიკულ წონასწორობას და ხელს უშლის ღრმა დასვენებას.
- არეულობა ოთახში ხელს უშლის ენერგიის თავისუფალ მოძრაობას და იწვევს სტრესს.
- საწოლის ქვეშ დაგროვილი ნივთები ბლოკავს ენერგიის ცირკულაციას.
- ელექტრონული მოწყობილობები – ტელევიზორი, კომპიუტერი და ტელეფონები ნეგატიურად მოქმედებს ძილზე და ფენ-შუის წესების მიხედვით, უმჯობესია მათი საძინებლიდან მოცილება.
როგორ შევქმნათ ჰარმონიული გარემო
მცენარეები, ხის ავეჯი და ბუნებრივი ქსოვილები პოზიტიურად მოქმედებენ გარემოს ენერგიაზე.
- რბილი და თბილი ფერები – მწვანე, პასტელური ტონები და ბუნებრივი ფერები ჰარმონიას და სიმშვიდეს ქმნის.
- ეთერზეთები, როგორებიცაა, მაგალითად, ლავანდა და სანდალოზი, ხელს უწყობს მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას.
- დღის შუქის მაქსიმალური გამოყენება და რბილი განათება დადებითად მოქმედებს ენერგეტიკულ ბალანსზე.
საძინებლის სწორად მოწყობა ფენ-შუის წესების მიხედვით ხელს უწყობს უკეთეს ძილს, სიმშვიდეს და ენერგეტიკულ ბალანსს. თუ ამ წესებს გაითვალისწინებ, შენი სახლში და განსაკუთრებით საძინებელში მშვიდი და ჰარმონიული გარემო იქნება.
ავტორი: