როგორ ვმართოთ გაყიდვები და მარაგები iCash-ის დახმარებით მარტივად?
თუ ახლა აპირებთ, წამოიწყოთ ბიზნესი და მთავარ გამოწვევად მარაგების მართვა გესახებათ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდე რას გთავაზობთ სავაჭრო პროგრამა iCash და რა ბენეფიტებით შეგიძლიათ ისარგებლო მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში.
რა არის iCash?
iCash ეს არის ქალუდზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამა, რომელიც მასში ჩაშენებული სხვადასხვა ფუნქციონალის საშუალებით გაძლევთ შესაძლებლობას მართოთ მარაგები, გაყიდვები, ხელთ გქონდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენს ობიექტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაშინაც კი როცა ფიზიკურად შორს იმყოფებით.
ვინაიდან iCash არის Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამა მისი მეშვეობით პროცესების დისტანციურად მართვა ლეპტოპით, პლანშეტით ან მობილურითაც შესაძლებელია.
iCash თავსებადია როგორც Android, ასევე Windows სისტემაზე. იგი უზრუნველყოფს:
- გაყიდვების, მარაგების მართვასა და კონტროლს
- ოპერაციების ნახვას - ობიექტების, მოლარე/ოპერატორების, თარიღის და სხვა დამატებითი მონაცემის მიხედვით
- ბრუნვების, შემოსავლების, ხარჯების, ვალდებულებების და ფინანსური მოძრაობის ფილტრაციას
- წვდომას ყველა სახის სტატისტიკაზე, ანგარიშებსა და მონაცემზე
- რეალურ დროში თვალყურის დევნებას მოლარე/ოპერატორების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე
- ფასების შეცვლასა და ფასდაკლებების შექმნას
გარდა ამისა, iCash მარკეტების პროგრამის მთავარი შესაძლებლობა მარაგების უშეცდომოდ მართვაა, ის გაძლევთ საშუალებას მარტივად აკონტროლოთ მარაგები და გააუმჯობესოთ ბიზნესოპერაციები.
iCash-ით შეგიძლიათ გადააადგილოთ პროდუქცია საწყობებსა და ობიექტებს შორის, რათა დააკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნები. სისტემა უზრუნველყოფს მარაგების ეფექტურ მართვას და კონტროლს, რაც გარანტიაა იმისა, რომ ყოველთვის გექნებათ საჭირო პროდუქტი მომხმარებლისთვის.
iCash სავაჭრო პროგრამის მთავარი უპირატესობა მარაგების მართვის კუთხით არის:
- პროდუქციის მიღების მოსახერხებელი ფუნქცია
- მიღება/დაბრუნება RS.GE-დან
- მარტივად სამართავი მომწოდებლების სია
- მიღებების ფილტრაცია სხვადასხვა მონაცემების მიხედვით
- პროდუქციის სიის, მიღებების, აღწერების, მომწოდებლების და სხვა მონაცემების იმპორტი სხვა პროგრამული უზრუნველყოფიდან
რა დამატებით სარგებელს მიიღებთ iCash-თან თანამშრომლობის შემთხვევაში?
თუ თანამედროვე სავაჭრო პროგრამა iCash-ს დააყენებთ, რომელიც ამარტივებს საცალო გაყიდვების პროგრამულ უზრუნველყოფას და მარაგების კონტროლს, მიიღებთ ფასდაკლებებს ისეთ მოწყობილობებზე, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტისთვის.
თუ სალარო აპარატს, POS სისტემას, ელექტრონულ სასწორს, ფულის უჯრას, შტრიხკოდის სკანერს, პლანშეტს, სეიფებს და.ა.შ GSN-ში შეიძენთ, iCash პროგრამულ მომსახურებას პირველი 3 თვე უფასოდ გაგიწევენ
რა ღირს iCash-ის პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა?
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ასეთი საჭირო პროგრამის დაყენებისა და მისით სარგებლობისთვის ბიზნესებს არ უწევთ დიდი ინვესტიციის განხორციელება, პირველი თვე უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ iCash-ით, შემდეგ კი აირჩიონ ბიზნეს ან პრემიუმი პაკეტი და გადაიხადონ თვიურად შესაბამისი ღირებულება - 40 ლარი ბიზნეს პაკეტის შემთხვევაში და 60 ლარი პრემიუმ პაკეტისთვის.
ავტორი: ნიუპრესი