როგორია სტუდენტური ცხოვრება საბაუნიში?
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, რომელსაც 20 წელზე მეტი ისტორია, საერთაშორისო გამოცდილება, ასობით საერთაშორისო პარტნიორი და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება შეძლო.
უნივერსიტეტში მოქმედებს 4 ფაკულტეტი:
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- სამართლის ფაკულტეტი;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
- თეოლოგიის ფაკულტეტი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის პროგრამა სწავლების თანამედროვე სტანდარტებითაა შექმნილი, რომელსაც პრაქტიკოს ლექტორები უძღვებიან.
უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია.
ფაკულტეტში ერთიანდება შემდეგი მიმართულებები: საერთაშორისო ურთიერთოები; ფსიქოლოგია; პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია და სხვა.
ფაკულტეტზე მოქმედებს შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:
საერთაშორისო ურთიერთობები;
პოლიტიკის მეცნიერება;
ფსიქოლოგია;
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოირჩევა მრავალ ევროპულ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ Erasmus+ და სხვადასხვა გრძელვადიანი სასწავლო მობილობით, ასევე საერთაშორისო ზამთრისა და საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი გაცლითი პროგრამებით. აღსაღნიშნავია, რომ სპეციალურად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსითვის განკუთვნილია FUCE სტიპენდია.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს
მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების და ფსიქოლოგიისა და განვითარების ცენტრები, რომლებიც მიზნად ისახავს სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების ხელშეწყობასა და სწავლების გაფართოებას.
უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სწავლის პარალელურად, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება. უნიევრსიტეტში აქტიურად ტარდება შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, მოქმედებს ზამთრისა და საზაფხულო ბანაკები, კარიერული ზრდისა და მხარდაჭერისთვის იმართება რეგულარული კონსულტაციები, ხორციელდება უნივერსიტეტის კლუბების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერა.
უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტთა რეკრეაციული სივრცე, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ან თანაკურსელებთან ერთად სხვადასხვა გასართობი აქტივობით (მაგ. სამაგიდო თამაშებით) დაკავდნენ.
ავტორი: ნიუპრესი