|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომელ დღეებში იქნება შესაძლებელი ამანათების შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური უწყება ავრცელებს.
„პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9-10 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;
• ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.
• ყველი - 2 კგ;
• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
• პასკა - 2 ცალი
• წითელი კვერცხი-10 ცალი
• უკრემო ნამცხვარი
• კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა