რომელი პროდუქტები გაძვირდა? - საქსტატის მონაცემები
საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 2024 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ხუთეული ასე გამოიყუჯრება ბადრიჯანი 39%, ყურძენი 30%, კიტრი 22%, მწვანე ლობიო 12%, მწვანილი 12%.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.5 პროცენტი), თევზეული (4.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);
ავტორი: