|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომი - ქუთაისის ავიარეისზე ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

რომი - ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.  60 წლამდე ემიგრანტი ქალი შეუძლოდ ბორტზე გახდა, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. 

ავიაკომპანია „ვიზეარის“ გადაწყვეტილებით თვითმფრინავი  ბულგარეთში, ვარნას აეროპორტში დაეშვა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბორტის სხვა მგზავრებს ბულგარეთის აეროპორტში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში  მოუწიათ ლოდინი.  მგზავრები  დახმარებას სოციალური ქსელის მეშვეობით ითხოვდნენ. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ფრენის დროს მათ გამოუცხადეს, რომ დაგვიანება ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია, რისი აღმოფხვრის შემდეგაც შეძლეს აფრენა. აღნიშნულმა მგზავრების შეშფოთება გამოიწვია.

რეისი საქართველოში დილით ჩამოფრინდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა