|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი?

 აჭარაში თხილის მოსავალი წელს მკვეთრადაა შემცირებული. ფერმერები მიზეზად აზიურ ფაროსანას ასახელებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თხილს 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს, რამაც ნაყოფი დააზიანა.

სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ფაროსანას პოპულაციამ რეგიონში საგრძნობლად იკლო, რაც იმ ღონისძიებების შედეგია, რასაც სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ატარებს. „ფაროსანასგან გამოწვეული შემაწუხებელი ეფექტი საცხოვრებელ გარემოშიც კი მკვეთრად არის შემცირებული“, – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარაში ახლა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. აზიური ფაროსანა კი ნაყოფის დამწიფებამდე ციტრუსზე გადაინაცვლებს, შემდეგ კი, გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადავა.

რა უნდა გაკეთდეს ამჯერად ციტრუსის დასაცავად, რომ ნაკლებ მავნებელს მივცეთ გამოზამთრების საშუალება და რა აგრო ღონისძიებებია გასატარებელი თხილის ბაღებში, რათა სამომავლოდ ზარალი ნაკლები იყოს?

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მანდარინის ბაღები ფერმერებმა ორჯერ შეწამლონ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით. პირველი წამლობა უკვე შეიძლება, მეორეწამლობა კი სასურველია მოსავლის აღებამდე 10-15 დღით ადრე. ამ შემთხვევაში დასაშვებია იგივე პრეპარატები და იგივე დოზით, რაც თხილის შემთხვევაშია რეკომენდებული“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე.

მისივე თქმით, ციტრუსზე ფაროსანა გაცილებით გვიან გადადის და გარკვეულ წილად ის ამ კუთხითაც არის დაცული. თუმცა, არსებობს რისკები და ამიტომმოუწოდებენ ფერმერებს, რომ მანდარინის წამლობა ჩაატარონ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ციტრუსს აჭარაში სხვა დაავადებებიც აქვს, რაც უარყოფითგავლენას ახდენს მის მოსავლიანობაზე და ბაღები ამ კუთხითაც უნდა დამუშავდეს.

„ჩვენს სუბტროპიკულ ზონაში ციტრუსისთვის განსაკუთრებით პრობლემატურია ვერცხლისფერი ტკიპა, რომელიც ათწლეულებია უკვე გავრცელებულია. ასევე ბოლო პერიოდში გავრცელებულია შავი ბუზი, არის სხვა მავნებლები – ფარიანები და ცრუფარიანები, ხოლო სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშიამცენარის ქეცი. ესენი ოდითგანვე აყენებდა ზიანს ციტრუსს და არც წელს იქნება გამონაკლისი, შესაბამისად, ყველა ფერმერს მოვუწოდებთ ჩაერთონ სამინისტროსექსტენციის პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში კონსულაციები ჩვენთან, სხვა ქვეყნებისგან განსახვავებით, არის უფასო“, – აცხადებს მამუკა თურმანიძე. – „ჩვენ კი სოფლებს ვაძლევთ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, მაგრამ ყველამ შეიძლება არ იცოდეს, ამიტომ, ნებისმიერმა ფერმერმა, ვინც დაინტერესებულიასაკუთარი ბაღი მავნებლებისა და დაავადებებისგან დაიცვას, თავად უნდა იაქტიუროს, რომ არ გამორჩეს ასეთ პროგრამებს; თავად უნდა მიმართოს ფაროსანასთანბრძოლის შტაბს, თუ მუნიციპალურ სამსახურებს, ასევე მერის წარმომადგენლებს სოფლებში, რომლებიც დაეხმარებიან და დააკვალიანებენ ინფორმაციისმოძიებაში. ბევრი არხია დღეს, რათა ფერმერებმა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია წამლობით და სხვა ღონისძიებებზე“.

 

„მანდარინს პრობლემა რომ არ შეექმნას, ამიტომ იგეგმება ახლა მასიური წამლობა ფაროსანას წინააღმდეგ, რისთვისაც 60 სპეციალური მანქანა შემოვა აჭარაში. წამლობის ახალი ეტაპი უკვე დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა, დამოკიდებული ვართ ამინდზე. იმის მიხედვით, თუ სანამდე იქნებაფაროსანა გარეთ და შეგვეძლება მასთან ბრძოლა, მანამდე იფუნქციონირებს შტაბიც“, – ამბობს გიორგი მახარაძე, აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალურიშტაბის ხელმძღვანელი.

ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბის ინფორმაციით:

წელს, თერმული ნისლით აჭარის 127 სოფელში [ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე] უკვეშეიწამლა 17 860 ჰექტარი – მანქანები დადიან სახელმწიფო მიწებზე, თუმცა ნისლი გადაივლის კერძო ნაკვეთებზეც და, ფაქტობრივად, მთლიანად მოიცავსსოფლებს. თერმული ნისლი, ეს არის დიზელში შერეული პრეპარატი დეცისი.
ცივი [უშუალოდ პრეპარატის] შესხურებით კი აჭარაში წელს 131 სოფელია დამუშავებული, რამაც ამ სოფლებში ჯამში 2 143 ჰექტარი მოიცვა.
ბოლო პერიოდში აჭარაში დამატებით 340 მაღალეფექტური ფერომენი განლაგდა, რომელიც 5 კმ რადიუსიდან იზიდავს ფაროსანებს, შემდეგ მიდისსპეცმანქანა და ცივი შესხურებით წამლავს.
მამუკა თურმანიძის თქმით, აზიური ფაროსანას სრულ განადგურებას ვერცერთმასახელმწიფომ ვერ მიაღწია. სახელმწიფო კი მავნებელთან ბრძოლაში მარტო, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის გარეშე, ვერაფერს გახდება:

მამუკა თურმანიძის თქმით, აზიური ფაროსანას სრულ განადგურებას ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია. სახელმწიფო კი მავნებელთან ბრძოლაში მარტო, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის გარეშე, ვერაფერს გახდება:

„ჩვენ 3 157 შემასხურებელი აპარატი გადავეცით ფერმერებს იმ სოფლებში, სადაც ფაროსანა ყველაზე მეტად იყო გავრცელებული. ასევე სოფლებს გადაეცაშესაწამლი პრეპარატები. დღესაც ვმუშაობთ ფერმერებთან, რათა ბოლო ორ წამლობაში, რაც არის დარჩენილი ციტრუსთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ჩართონეს პრეპარატები. ფერმერების ცნობიერება გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია, წელს უფრო მეტმა ადამიანმა გამოიყენა შესაწამლი პრეპარატები, ვიდრეშარშან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ჩამოყალიბებული ვართ ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფერმერებს, რომ ამკუთხით მათი ჩართულობა, აქტიურობა გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

სამინისტროში და შტაბში აცხადებენ, რომ აუცილებელია მოსახლეობამ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობის გარდა მექანიკური საშუალებებიცგამოიყენოს.

„სასურველია მოსახლეობამ მაქსიმალურად გამოიყენოს ფაროსანას დასაჭერი ხაფანგები, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ფაროსანამ გამოიზამთროს და, შესაბამისად, ნაკლები პრობლემა გვქონდეს“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.

აზიური ფაროსანა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეძებს სითბოს. ეს სითბო კი, გიორგი მახარაძის თქმით, არის საცხოვრებელ სახლებში, მიტოვებულშენობებში, ასევე ტყეში. შტაბში ამბობენ, რომ აზიური ფაროსანა ბაღებში ვერ იზამთრებს – ყველაზე დაბალი პროცენტია, რომ ბაღში დარჩენილი ფაროსანაგადაურჩეს ზამთარს. რაც შეეხება ტყეს, ტყეში წამლობა კანონით აკრძალულია.

„ტყეში სხვა ცოცხალი ორგანიზმებიც არის, რომლებსაც შესაძლოა ხიფათი შეექმნას. ვერტმფრენით წამლობა კი შეიძლება იქ, სადაც ფართო მასივებია, მაგალითად, სიმინდის. ასეთი არ გვაქვს აჭარაში და ვერტმფრენით წამლობა არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ტყეს – ტყისპირებში, სოფლების საზღვართანდამონტაჟებულია ფერომენები, რომლებიც იზიდავს ტყიდან და სოფლიდან მავნებელს და ადგილზე ხდება მისი განადგურება“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ეფექტურია მექანიკური საშუალებები. თუ როგორ დავიცვათ შენობები ფაროსანასგან, ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამბმულზე.

გარდა ცნობილი საშუალებებისა, არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც, როგორც ფაროსანასთან ბრძოლის შტაბში აცხადებენ, საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა.

უნდა აიღოთ თეთრი ფერის ტილო, ზომით 2X1 მეტრი და დაასველოთ ბიფეტრინის შემცველი ხსნარით. სველ ტილოს ვკიდებთ ხეზე ბაღში ან ეზოს ბოლოში ისე, რომ ერთი ბოლო მიწას ეხებოდეს და მთელი ღამის განმავლობაში ვტოვებთ განათებას [თუ საშუალებაა ნათურას, ან ფანარს]. სინათლე იზიდავს ფაროსანას, ისჯდება პრეპარატით გაჟღენთილ ტილოზე, რაც იწვევს მის სიკვდილს.

„აჭარის მუნიციპალიტეტებში დარიგებული იყო პრეპარატები და 350 მილიგრამი ყველას შეეძლო გაეტანა. 2 ლიტრ წყალში ვასხამთ 30 მილიგრამ ბიფეტრინს, ესსაკმარისია, რომ დავასველოთ ტილო. ყოველ მეორე დღეს სპეციალური ხელსაწყოთი მივასხუროთ და დავასველოთ ტილო ამ ხსნარით. ეს იდეალური მისაზიდიაფაროსანებისთვის, რომლებიც ტილოზე დაინფიცირდებიან. ასეთი „ხაფანგი“ სახლებში არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან პრეპარატიც მომწამვლელია დაამასთან შუქზე ფაროსანას ბაღიდან სახლისკენ ვიზიდავთ“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

სახლებში დიხლოფოსების გამოყენების შემთხვევაში კი ფაროსანას 60% კვდება, 40% კი ბრუვდება და ძირს ვარდება, ამიტომ სასურველია ჩამოვარდნილიფაროსანები შეგროვდეს და დაიწვას, რათა ის 40% ვეღარ გაცოცხლდეს. ეფექტურია საპნიანი/ქაფიანი წყალიც რაიმე ჭურჭელით მოვათავსოთ აივანზე და ჩავანათოთ ნათურა.  

 

რატომ გაფუჭდა თხილის მოსავალი წელს აჭარაში?

„უგუნურობა იქნება ეს მხოლოდ ფაროსანას დავაბრალოთ, ვინაიდან სხვა მტერი გვყავს – სოკო ან ბაქტერია. თითქმის ყველა სოფელში ვარ ნამყოფი, სადაცწამლობა ჩავატარეთ და მოსახლეობას ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდა ბაღებში – შავი ლაქიანობა, კოლორადოს ხოჭო და სხვა ბევრი პრობლემა ვნახე, მოსავლისგაფუჭებას კი აბრალებენ მხოლოდ აზიურ ფაროსანას“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

მამუკა თურმანიძის თქმით, „გასულ წლებში აჭარაში 2-2,5 ტონა თხილი მოდიოდაჰექტარზე, მაგრამ ვინაიდან აგრარული ტექნოლოგიები არ განხორციელდასრულფასოვნად, ამან გამოიწვია მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება. აჭარაში ადგილობრივმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა იმუშავა, ასევე მოწვეული გვყავდასპეციალისტები თურქეთიდან, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ თხილის ბაღებში დაახლოებით 16-დან 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება არისგავრცელებული აჭარაში, რასაც შეიძლება ეკონომიკური ზიანის ეფექტი ჰქონდეს “.

აჭარაში ქობულეთელმა ფერმერებმა, რომლებსაც აგროსესხები აქვთ აღებული და თხილის მოსავალს ელოდებოდნენ, წელს მოსავალი ვერ მიიღეს. მათრამდენჯერმე აქციაც კი გამართეს კომპენსაციის მოთხოვნით. მთავრობა კომპენსაციის გაცემის საკითხს არ განიხილავს, თუმცა საფინანსო ორგანიზაციებთანფერმერებს სესხის დაფარვის ვადის გადავადების საკითხზე უშუამდგომლა.

„ნებისმიერ აგროსესხზე არ არის საუბარი. იმ ფერმერერებზეა საუბარი, ვისაც შემოსავლების ძირითად ნაწილში ნაჩვენები ჰქონდათ თხილის კულტურა, სესხისაღების მომენტში. შესაბამისად, მათ რესტრუქტურიზაციასა და სხვადასხვა საშეღავათო პირობებზე თავად უნდა მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს. ჩვენსაფინანსო ორგანიზაციებს წერილობით მივმართეთ და დღეიდან შეუძლიათ ფერმერებს დაუკავშირდნენ საფინანსო ორგანიზაციებს და დაიწყონ ამმიმართულებით მუშაობა“, – აცხადებს მამაუკა თურმანიძე.

მამუკა თურმანიძის თქმით, უკეთესი შედეგი ჰქონდა იმ ფერმერს, ვინც ზუსტად შეასრულა ყველა ინსტრუქცია აგროტექნიკურ ვადებში, დაიცვა მითითებულიპერიოდები: „ხუთი დღე იქეთ ან აქეთ წამლობაში რომ შეგვცდეს, შესაბამისი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რითი ვწამლავთ, როდის ვწამლავთ და რის წინააღმდეგ ვწამლავთ. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ფერმერმა იცოდეს და ამიტომ ვცდილობთ აგრარული განათლება წამოვწიოთ წინ, რათა აგრონომიული ფონი გაუმჯობესდეს ჩვენს პლანტაციებში. შესაბამისად, მსგავსი რისკები თავიდან იქნება აცილებული“.

მოსახლეობის ერთი ნაწილი მოსავლის გაფუჭებას თერმული ნისლით შესხურებასაც კი აბრალებს. მათი თქმით, პრეპარატი, რომელიც დიზელს შეიცავს, აზიანებს კაკლის ხეებს, სხვა კულტურებს, მათ შორის ბოსტნეულს [პომიდორი, კიტრი]. მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ ფაროსანამ წელს წაბლის ნაყოფიც კი დააზიანა.

„თერმულმა ნისლმა მცენარე შეიძლება იმ შემთხვევაში დააზიანოს, თუ იქნება 3-4 მეტრში პრეპარატის გაფრქვევის ადგილიდან, დანარჩენ შემთხვევაში ის არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.

„როცა ამბობენ, რომ დიზელი ნიგვზის ფოთლებს ხრუკავს, ვერ დავეთანხმები. აჭარაში ნიგოზსაც აქვს პრობლემა დამწვარივით აქვს ფოთლები, მაგრამ ასე აქვსიქაც, სადაც არ გაგვიშვია თერმული ნისლი, აქ უკვე სხვა პრობლემაა. ეს საკითხი შესასწავლია. შესაძლოა ბაქტერიული ხმობა იყოს, ბევრი სხვა დაავადებაა, რამაცშესაძლოა მცენარეზე იმოქმედოს“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

თხილის მავნებლებისა და დაავადებებისგან დაცვის სქემის მიხედვით, რომელსაც წელს მოსახლეობაში ავრცელებენ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის შეწამლვა რეკომენდებულია წელიწადში სამჯერ:
პირველი შესხურება – ივნისის დასაწყისში;
მეორე შესხურება – ივნისის ბოლოს/ივლისის დასაწყისში;
მესამე შესხურება – [მოსავლის აღების შემდეგ] – აგვისტოს ბოლოს/სექტემბრის დასაწყისში.

ძირითადად გამოიყენება ბიფეტრინის შემცველი ქიმიკატები, რომლის გამოყენების ინსტრუქცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თუმცა, მოსავალი რომ არ გაფუჭდეს, თხილს, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში სჭირდება მოვლა, მათ შორის წამლობა არა მარტო ფაროსანასგან, არამედ სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად.

წამლობის პერიოდები, ასევე შესაბამისი პრეპარატები და მათი დოზები, რათა ისინი სწორად გამოვიყენოთ, მოცემულია ფენოკალენდარულ სქემაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ არის მომზადებული.

 

ავტორი: გიორგი მანთიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა