|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ

 „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს - „კურიერის“ ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი ლევან კალანდია ცემეს.

„რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად  ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

„რუსთავი 2"-ის  ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფი  რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი. ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხეს.

„ჩვენ დღეს დილიდან წამოვედით, რომ მოგვემზადებინა სიუჟეტი ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა და არის სამშენებლო ობიექტი, შევედით ობიექტზე ფეხით მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა უცხო პირთა შესვლა, არ ყოფილა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ,“- განაცხადა ეკა გაგუამ.

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმა განცხადება გაავრცელა.  განცხადების თანახმად, მათი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე  ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა