|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსთავის #4 საჯარო სკოლამ საბავშვო მწერალს, ირმა მალაციძეს უმასპინძლა

 დაწყებითი კლასების კვირეულის ფარგლებში, 2 აპრილს, მე-3 კლასის მოსწავლეთა სურვილითა და ინიციატივით, პედაგოგების: ნათია წიკლაურის, მანანა გოდერძიშვილის, ნაილი კაპანაძე-გელაშვილის, ლელა ღვინიაშვილის, მაკა ჭაფოძის ხელმძღვანელობით, რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის #4 საჯარო სკოლამ საბავშვო მწერალს, ირმა მალაციძეს უმასპინძლა.

 

ქალბატონი ირმა გახლავთ ქართველი საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. საბავშვო ჟურნალ „დილის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში“ პირველი პრემიის მფლობელი. ლიტერატურული კონკურსების „პენ-მარათონი“ და „ლუარსაბ თათქარიძე“ ფინალისტი და ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ნომინანტი. სისტემატიურად იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში.

 

 

შეხვედრა საინტერესო და ინტერაქციული იყო. ბავშვები აქტიურად უსვამდნენ კითხვებს საყვარელ მწერალს, უზიარებდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ზღაპრის პერსონაჟების მიმართ.

 

სტუმარს გააცნეს მისი ნაწარმოების „სატკბილეთის ქვეყანა“-ს მიხედვით ჩატარებული სასკოლო ვიქტორინის შედეგები და წარმოადგინეს ვიდეოკოლაჟი.

შეხვედრა გაალამაზეს მუსიკალური ნომრებით და მწერალს გადასცეს შთაბეჭდილებების წიგნი. შეხვედრის ბოლო მწერლის ავტოგრაფების დარიგებით დასრულდა.

 

ასეთი შეხვედრები, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მომავალშიც გაგრძელდება.

 

ავტორი: