|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააბაზანო ტექნიკა თერმოინდუსტრიაში- ის რაც უნდა იცოდეთ

სააბაზანოს დიზაინის სწორად შერჩევა და სივრცის ოპტიმალური ათვისება საცხოვრებელი სივრცის მოწყობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამ ეტაპზე უნდა გაითვალისწინოთ ფართის მოცულობა, რომელიც ნებისმიერი დეტალის განლაგებას განსაზღვრავს და თქვენს ყოველდღიურობაში მეტ კომფორტს შეიტანს. 

თერმოინდუსტრია გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, სატუმბე სადგურების, კონდიცირების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, რომელიც ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ევროპული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პოპულარული ხაზი სააბაზანო სანტექნიკა გახლავთ, რომელშიც სააბაზანოს შემრევები, ტრაპები, უნიტაზები, ხელსაბანები და სხვა აქსესუარები მოიაზრება. 

როგორ შევარჩიოთ სააბაზანოს სანტექნიკა?

სააბაზანო ბინის ყველაზე გამოყენებადი და დატვირთული სივრცეა, რომლის სისტემური გამართულობა ყოველდღიური ცხოვრების კომფორტულ გამოცდილებად უნდა იქცეს. ყველაზე ხშირად აბაზანის მოწყობისას დაშვებული შეცდომა მისი სპონტანური დაგეგმვაა. იმისთვის, რომ შეზღუდულ სივრცეში თავი მაქსიმალურად მოხერხებულად იგრძნოთ პირველ რიგში მსხვილი სანტექნიკა სწორად უნდა შეარჩიოთ. მოერიდეთ სააბაზანოში მასიური ავეჯის არსებობას, ხოლო უნიტაზი ისე მოათავსეთ, რომ მასსა და მოპირდაპირე სანტექნიკას შორის თავისუფლად გადაადგილება შეიძლებოდეს.

თერმოინდუსტრიაში დასადგამი და დასაკიდი უნიტაზების ფართო არჩევანია, რომლებიც პოპულარული ბრენდს ECA SEREL –ს მიეკუთვნება.  ასორტიმენტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ. მნიშვნელოვანია პატარა სივრცის მოწყობისას სწორად შეარჩიოთ ჩასაშენებელი ავზიც, რათა მომავალში გაუმართავი სისტემის გამო კედლის მექანიკური დაზიანება არ მოგიხდეთ. თუ ფართი ხელს გიწყობთ უნიტაზთან ერთად შეიძინეთ დასადგამი ბიდეც, ხოლო პატარა ფართის ბინაში მომხმარებლები უპირატესობას დასაკიდ უნიტაზებს ანიჭებენ. 

ხშირად აბაზანაში პატარა ხელსაბანს ამონტაჟებენ, რაც საკმაოდ არაკომფორტულია. განიერი ნიჟარის შეძენისას დილის რუტინას ოჯახის ნებისმიერი წევრი სასიამოვნოდ დაიწყებს, ამიტომ თერმოინდუსტრია მომხმარებლებს შეკიდულ, მულტიფუნქციურ და დასადგმელი ხელსაბანების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რათა ნებისმიერი გემოვნების დაკმაყოფილება მარტივ პროცესად იქცეს. 

თერმოინდუსტრიაში აბაზანის აქსესუარების სრული კომპლექტი შეგიძლიათ შეიძინოთ, მათ შორის: კუთხის თაროები, პირსახოცის საკიდი, სარკის თარო, უნიტაზის ჯაგრისი,თხევადი საპნის დისპენსერი და სხვა. რაც მთავარია, აბაზანის სრული კომპლექტის შერჩევა ერთიანად და გემოვნებით შეგეძლებათ, რაც თქვენი ბინის კეთილმოწყობისას დაგიზოგავთ დროს და ხარჯების ეკონომიის საშუალებას მოგცემთ. 

ნებისმიერი მომხმარებლისთვის საცხოვრებელი სახლის რემონტი და კეთილმოწყობა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში უმაღლესი ხარისხის, გამოცდილ ტექნიკას შემოგთავაზებთ. თერმოინდუსტრია მომხმარებლის ნდობას უკვე მრავალი წელია ინარჩუნებს, რადგან კომპანიის კვალიფიციური გუნდი პროდუქციის შერჩევიდან მონტაჟის ჩათვლით მთელ პროცესს უდიდესი პასუხისმგებლობით უმკლავდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა