|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

საახალწლო არდადეგები, წელს 30 დეკემბრიდან დაიწყება და 2024 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, სასწავლო წლის დასაწყისში დგება კალენდარი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სწავლის დაწყების, დასრულებისა და უქმე დღეების ჩამონათვალი.

ზამთრის არდადეგებთან ერთად, მოსწავლეებისთვის პირველი სემესტრიც სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პერიოდი საკმაოდ დატვირთული იქნება პედაგოგებისთვის.

წელს, სასწავლო წელი, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, 15 იანრიდან განახლდება.

ავტორი: ნიუპრესი