|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბაუნი - საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 20 წელზე მეტი ისტორიით, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე  მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მიღწევებით, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით პარტნიორთა სიმრავლით - ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოწინავე პოზიციას იკავებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ და უცხოელ სტუდენტებში. 

უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია, რომელიც  მიზნად ისახავს მოამზადოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური დარგის სპეციალისტი. სწორედ ამიტომ, ფაკულტეტზე პროგრამებს პრაქტიკოსი ლექტორები უძღვებიან.

ფაკულტეტი აერთიანებს შემდეგ პროგრამებს:

- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;

- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა;

-პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა;

- სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა.

საერთაშორისო ურთიერთობები საბაუნიში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. პროგრამაზე სწავლა ხორციელდება  ინტერდისციპლინური მიდგომებით, რომლის ფარგლებშიც ხდება საერთაშორისო სისტემის მონაწილე აქტორებსა და მათ შორის არსებული ურთიერთობების ხასიათის შესწავლა.

ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე მოქმედებს გაცვლითი პროგრამები, შესაბამისად სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ არა მხოლოდ გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამებით,  არამედ მოკლევადიანი პროგამრებიტაც, Erasmus+, ზამთრისა და

საზაფხულო სკოლებით, და FUCE სტიპენდიით, რომელიც  მხოლოდ საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

 

უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტს შეუქმნას კეთილმოწყობილი,  კომფორტული  გარემო და უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით აღჭურვა. აღსანიშვნავია, რომ უნივერსიტეტის  მულტიფუნქციურ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში,  სტუდენტებს პორტატული კომპიუტერებით სარგებლობის  შესაძლებლობა აქვთ. ბიბლიოთეკა აერთიანებს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ 20 ათასამდე წიგნს, მონოგრაფიას, ელექტრონულ რესურსს, პერიოდულ გამოცემას და ა.შ. საბაუნის ბიბლიოთეკა ხელს უწყობს ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვას.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს  იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, რაც პრაქტიკული სწავლების დროს, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. 

ძალიან მალე უნივერსიტეტს დაემატება სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომელიც  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებს, ფიტნეს დარბაზსა და სხვადასხვა შემეცნებითსა თუ გასართობ სივრცეს გააერთიანებს. 

 

 




ავტორი: ნიუპრესი