|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბაუნი სტუდენტებს 50-ზე მეტ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობას აძლევს

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი ინტერნაციონალიზაციაა. სწორედ ამიტომ,  დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ უნივერსიტეტებთან  და  მათი ჩართულობით ყოველწლიურად არაერთ  საერთაშორისო კონფერენციას, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციასა თუ სემინარს აორგანიზებს. დღეისათვის უნივერსიტეტი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში (გაცვლითი პროგრამა, ერთობლივი პროექტი, Erasmus+ ICM, Erasmus+ KA2) უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სწავლასთან ერთად იმოგზაურონ ევროპისა და ამერიკის 50-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტში.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 14-წევრიანი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ავსტრიისა და ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს აერთიანებს.

მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიან, მათ შორის არიან: Goethe Institut-ის დირექტორი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში -  გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი.

უნივერსიტეტში მოქმედებს ისეთი გაცვლითი პროგრამები, რომლებიც საქართველოში სხვა არცერთ უნივერსიტეტს არ აქვს, კერძოდ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გერმანული სასტიპენდიო გაცვლის სამსახურის ოფიციალური პარტნიორია (KAAD). შესაბამისად,  სტუდენტებს (სამაგისტრო, სადოქტორო საფეხური) შესაძლებლობა აქვთ გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება.

ყოველწლიურად, საბაუნის ყოველი 30-ე სტუდენტი მიემგზავრება საზღვარგარეთ სასწავლებლად, რაც უნივერსიტეტის მასშტაბის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როგორც საქართველოს, ისე ევროპის დონეზე. 

 

დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე Erasmus+ პროგრამა და FUCE, რომლის ფარგლებშიც არაერთ სტუდენტს ქონდა შესაძლებლობა ემოგზაუროა და მიეღო განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.  პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმყოფებოდნენ იტალიაში  - ლუმსას უნივერსიტეტში; ესპანეთში -  ვალიადოლიდის უნივერსიტეტში; პოლონეთში  - კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში, ამერიკაში -  ნოტრდამის უნივერსიტეტში და ა.შ

რა ფაკულტეტებს გთავაზობთ საბაუნი?

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში  მოქმედებს 4 ფაკულტეტი:

სამართალის ფაკულტეტი;
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
თეოლოგიის ფაკულტეტი.

 

თითოეული ფაკულტეტი შექმნილია ისე, რომ სტუდენტებს მისცეს, არა მარტო თეორიული,  არამედ პრაქტიკული ცოდნაც, რაც უმნიშვნელოვანეს უნარებს გამოუმუშავებს მომავალი საქმიანობისთვის.

თითოეული პროგრამა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროპისა თუ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებითაა შექმნილი პროგრამებს  ქართველი  პრაქტიკოსი ლექტორები უძღვებიან. თითოეულ ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტს საშუალება აქვს დასაქმდეს, არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც.  

აღსანიშნავია ისიც, რომ ფაკულტეტებზე მოქმედებს კვლევითი ცენტრები თუ თემატური კლინიკები.  მაგალითად,  სამართლის ფაკულტეტზე ფუნცქიონირებს კლინიკა, რომელიც უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს შესაბამის სამიზნე ჯგუფს.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი