|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბჭოთა სიმბოლიკა ქუთაისში (ფოტო)

საბჭოთა პერიოდმა საქართველოზე ინტელექტუალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. დღესაც ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა სიმბოლიკა მრავლადაა შემორჩენილი. მას შეხვდებით ქუთაისშიც. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული სიმბოლიკები უნდა მოიხსნას, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ისტორია გარკვეული სახით უნდა დარჩეს.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტმა „თავისუფლების ქარტიაში“ შესატანი ცვლილება 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გატარებული ცვლილებით, ტერმინი „საბჭოთა სიმბოლიკა“ და“ საბჭოთა იდეოლოგია“ შეიცვალა ტერმინებით - „კომუნისტური ტოტალური სიმბოლიკა“ და „კომუნისტური იდეოლოგია“.

 კანონპროექტის ფარგლებში  შეიქმნება სპეციალური კომისიები, რომლებიც იმსჯელებენ საბჭოური იდეოლოგიის შემცვლელ სიმბოლიკებსა და მათ ბედზე. არსებული კანონმდებლობით, საჯარო ადგილებში იკრძალება ისეთი სიმბოლიკების არსებობა, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიას პროპაგანდას უწევს.

 ქუთაისში საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლამ აქტუალური ხასიათი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე კვლავ მიიღო. 

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა