სად შევიძინოთ გასაბერი აუზები ზაფხულისთვის?
გასაბერი აუზის შეძენა ცხელ ზაფხულში აგარაკზე გატარებულ დღეებს უფრო სასიამოვნოს ხდის, რადგან ცურვა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც საყვარელი გასართობია. ხელსაყრელ ფასად ხარისხიანი აუზების ფართო ასორტიმენტი liloshop.ge-ზეა წარმოდგენილი, სადაც გასაბერი აუზის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, თუმცა შესყიდვამდე ყურადღებით გაეცანით გასაბერი აუზების მახასიათებლებს, რათა თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა მარტივად შეძლოთ.
როგორ მზადდება გასაბერი აუზი?
გასაბერი აუზის დასამზადებლად პოლივინილ ქლორიდი გამოიყენება, ხოლო მოზარდებისთვის განკუთვნილ მოდელებში პოლიესტერის ბადეა დამატებული. გასაბერი პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული მასალები სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარება ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად. რაც შეეხება საბავშვო მოდელებს, მასში იყენებენ ნეილონს, სინთეზურ რეზინს და პოლიესტერს. ამ მასალების წყალობით აუზი მაღალ ფიზიკურ დატვირთვას უძლებს, ელასტიურობას ინარჩუნებს, არ იჭიმება და არ დეფორმირდება.
რა ტიპის გასაბერი აუზები არსებობს?
გასაბერი აუზები რამდენიმე პარამეტრის მიხედვით კლასიფიცირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია სიღრმე.
- 17 სმ-მდე მინი აუზები 1,5 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი;
- 50 სმ-მდე სიღრმის აუზი - 3 წლამდე ბავშვებისთვის;
- 70 სმ-დე - 7 წლამდე ბავშვებისთვის;
- 170 სმ-მდე - 12 წლამდე ბავშვებისთვის;
- 170 სმ-ზე მეტი- მოზრდილებისთვის და მთელი ოჯახისთვის;
არსებობს მრგვალი და ოვალური ფორმის გასაბერი აუზები. ორივე მათგანი მოთხოვნადია, რადგან მონტაჟისას არ საჭიროებენ დიდ ძალისხმევას, არ იკავებენ ისეთივე ადგილს, როგორც მართკუთხა, ან არასტანდარტული მოდელები. აღსანიშნავია, რომ აუზის მოცულობის შერჩევისას გაითვალისწინება ოჯახის წევრების რაოდენობა და ასაკი, რათა მისი გამოყენება ყველასთვის კომფორტული იყოს.
გასაბერი პროდუქტების ნაკრები ხშირად მოიცავს ტუმბოს და ფილტრს წყლის ცირკულირებისა და წმენდისთვის. დამატებით აქსესუარებში ასევე შესაძლოა შედიოდეს: ქლორის გენერატორი, ტექნიკური აქსესუარები (ბადე, ფუნჯი და ა.შ.), წყლის გამაცხელებელი, სარემონტო ნაკრები და სხვა.
რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ
გასაბერი აუზების მწარმოებლები აცხადებენ, რომ პროდუქტები ყველა სახის ამინდობრივი პირობების მიმართ მდგრადია, თუმცა პოლივინილ ქლორიდის გამოცდა ტემპერატურული რყევების მიმართ არ არის რეკომენდებული, შესაბამისად, გრილ ამინდში აუზში წყლის გაცხელება საჭირო არ არის. აღსანიშნავია, რომ აუზში წყალი ყოველ 4 დღეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. ამასთან, არ გამოიყენოთ ისეთი ქიმიკატები, რომლის მიმართაც ოჯახის რომელიმე წევრს შეიძლება აღმოაჩნდეს ალერგია. ასევე, სწორად უნდა შეარჩიოთ ტუმბო. მოცემული წნევა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული მოდელისთვის დასაშვებ ზღვარს, რაც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში. გახსოვდეთ, რომ მზის ზემოქმედების შედეგად, შესაძლოა აუზს ფერი ნაწილობრივ გადაუვიდეს, რაც სრულებით ნორმალურია და აუზის ექსპლუატაციის ვადაზე გავლენას ვერ ახდენს.
ყურადღებით გაეცანით წარმოდგენილ რეკომენდაციებს და აქციეთ ზაფხული თქვენთვის დაუვიწყარ მოგონებად.
ავტორი: ნიუპრესი