|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება

საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შედის. 

მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიიღეს, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვეს. თუ ამის შემდეგ გაუნაწილებელი მანდატი კიდევ რჩება, თითო მანდატი თანამიმდევრობით იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებით კი, გაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, მას თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოების გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი პარლამენტის არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესთან მოდის შესაბამისობაში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა