|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამკურნალო მასაჟი ბავშვებისთვის

თერაპიული მასაჟი გამოიყენება ბავშვის ფიზიკურ,ემოციურ და ნევროლოგიურ განვითარების დასახმარებლად. პედიატრიული მასაჟი, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრში ტარდება, ხშირად რეკომენდირებულია განვითარების შეფერხების, კუნთოვანი პრობლემების ან ისეთი ნევროლოგიური დარღვევების მქონე ბავშვებისთვის, როგორიცაა ცერებრალური დამბლა და სხვა.

 

თერაპიული მასაჟის სახეები ბავშვებში

  1. სარელაქსაციო მასაჟი - ნაზი და დამამშვიდებელი ტექნიკაა, რომელიც შექმნილია შფოთვის შესამცირებლად. ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, გაღიზიანების შემცირებას და ემოციური რეგულაციის გაუმჯობესებას. 
  2. ღრმა ქსოვილის მასაჟი - გამოიყენება კუნთების დაჭიმულობის ან დაზიანების დროს. მოიცავს კუნთებზე ძლიერ ზეწოლას, რაც ამცირებს დაჭიმულობას და ათავისუფლებს კუნთებს. 
  3. მიოფასციალური მასაჟი- აუმჯობესებს მოძრაობას. სასარგებლოა ცერებრალური დამბლის,კუნთოვანი დისტროფიის  მქონე ბავშვებში. 
  4. ჩვილთა მასაჟი- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას,ამცირებს კოლიკას.
  5. ლიმფური დრენაჟი- მსუბუქი შეხების თერაპიაა, რომელიც ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას, შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება ტოქსინებისაგან. 
  6. სენსორული ინტეგრაციი- მორგებულია აუტიზმის ან სენსორული პრობლემების მქონე ბავშვებში. აძლიერებს ყურადღებას და აუმჯობესებს კოორდინაციას. 

 

გავრცელებული პრობლემები ბავშვებში და მასაჟის რეკომენდირებული ტიპები

  1. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები
  • ტორტიკოლისი - მდგომარეობაა,რომლისთვისაც დამახასიათებელია კისრის კუნთების დაჭიმვა, რაც იწვევს თავის ცალ მხარეს გადახრას. მიოფასციალური გათავისუფლების ტექნიკა და ნაზი გაჭიმვითი ვარჯიშები ხელს უწყობს კისრის დაჭიმული კუნთების განთავისუფლებას და მოძრაობის დიაპაზონის გაზრდას. 
  • ფიზიკურ ზრდასთან ასოცირებული  ტკივილები - ხშირია 3-12 წლის ბავშვებში, დამახასიათებელია ფეხის ტკივილები, განსაკუთრებით ღამის საათებში. სარელაქსაციო მასაჟი და ღრმა ქსოვილების მასაჟი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ამცირებს კუნთების დაჭიმულობას. 
  • სპორტული დაზიანებები - კუნთის ან მყესის დაჭიმულობა, ფიზიკური გადაღლა ხშირია სპორტული აქტივობებით დაკავებულ ბავშვებში. ღრმა ქსოვილის მასაჟი და ტრიგერული წერტილების თერაპია ხელს უწყობს კუნთების აღდგენას, ამცირებს ანთებას და ეხმარება შემდგომი გართულების  პრევენციას. 

 

  1. ნევროლოგიური და განვითარების დარღვევები
  • ცერებრალური დამბლა - ამ მდგომარეობის დროს რთულია კუნთების კონტროლი, რადგან ხშირად ვლინდება ტონუსის ცვლილება. შესაბამისად გართულებულია  კოორდინაცია და მოძრაობა. მიოფასციალური გათავისუფლება და კუნთის მასაჟი ხელს უწყობს კუნთების ტონუსის გაუმჯობესებას, სპასტიკური კუნთების მოდუნებასა და შებოჭილობის შემცირებას. 
  1. საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემის დარღვევები
  • კოლიკა და მეტეორიზმი - ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ჩვილის მუცლის მასაჟი ხელს უწყობს მეტეორიზმის შემცირებას,საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ბავშვის დამშვიდებას. 
  • ყაბზობა - გამოწვეულია დეჰიდრატაციის ან სტრესის გამო. მუცლის მასაჟი და ლიმფური დრენაჟი ასტიმულირებს პერისტალტიკას. 

სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში, რომლებიც ხშირად ავადობენ ინფექციური დაავადებებით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ლიფური დრენაჟის მასაჟი. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას.

ავტორი: