|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამკურნალო ვარჯიშები ბავშვებისთვის

სამკურნალო ვარჯიში ფიზიკური თერაპიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვარჯიში ხშირად  გამოიყენება განვითარების შეფერხების,ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების, პოსტრავმული, პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს  და.შ . სამკურნალო ვარჯიში იქმნება ფიზიკური და მოტორული განვითარების ხელშესაწყობად, სიძლიერის, მოქნილობის, კოორდინაციისა და წონასწორობის გასაუმჯობესებლად. ვარჯიშის სახეობის შერჩევა დამოკიდებულია ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და არსებულ მდგომარეობაზე. გაეცანით საიტს rehabilitation.ge და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.

 

 რამდენიმე ზოგადი თერაპიული ვარჯიში, რომელიც გამოიყენება ბავშვებისთვის არის:

  • ნატიფი მოტორიკის სავარჯიშოები
  • ეს სავარჯიშოები ფოკუსირებულია ხელების მტევნის და თითების მცირე კუნთების განვითარებაზე, იმისათვის, რომ უკეთ შესრულდეს ნატიფი მოძრაობები.
  • მაგალითები: პატარა საგნების აღება, ხატვა, გაფერადება და სხვა.
  • მსხვილი(უხეში) მოტორიკის სავარჯიშოები
  • ეს ვარჯიშები ხელს უწყობს დიდი კუნთების ჯგუფების განვითარებას, აძლიერებს კოორდინაციას და აუმჯობესებს საერთო ფიზიკურ შესაძლებლობებს.
  • მაგალითები : ხტომა, სირბილი, ცოცვა და სხვა.
  • ბალანსისა და კოორდინაციის სავარჯიშოები
  • ეს სავარჯიშოები ეხმარება ბავშვებს წონასწორობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
  • მაგალითები: ცალ ფეხზე დგომა, დაბრკოლებების გადალახვა და სხვა.
  • სხეულის გამაძლიერებელი ვარჯიშები
  • აუცილებელია სხეულის სტატიკური პოზიციის შესანარჩუნებლად, მოტორიკის განვითარებისთვის.
  • სენსორული ინტეგრაციის ვარჯიშები
  • ეს აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის.
  • მაგალითად: რხევა, ტრიალი, სენსორული სათამაშოების გამოყენება და სხვა.
  • მეტყველების სავარჯიშოები
  • ეს სავარჯიშოები ხელს უწყობს მეტყველების სირთულეების მქონე ბავშვებში კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას.
  • მაგალითად: საარტიკულაციო სავარჯიშოები, ენის ვარჯიშები და თამაშები, რომელიც ხელს უწყობს მეტყველების უნარის განივთარებას.
  • ემოციური და სოციალურ-ემოციური ვარჯიშები :
  • ეს სავარჯიშოები ეხმარება შფოთვის ან ქცევითი დარღვევების მქონე ბავშვებს.
  • მაგალითები: სუნთქვის ვარჯიშები, როლური თამაშები, ემოციების ბარათების გამოყენება გრძნობების გამოსახატავად და სხვა.
  • ორთოპედიული ვარჯიშები :
  • ვარჯიშები მნიშვნელოვანია ტანდეგობის სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის.
  • მაგალითად: სავარჯიშოები, რომლებიც მიზნად ისახავს კუნთების კონკრეტული ჯგუფების გააქტიურებას და დარღვეული ტანდეგობის გაუმჯობესებას.

 

ბავშვთა  რეაბილიტაციაში , კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე სამკურნალო ვარჯიშების გარდა შესაძლოა საჭირო იყოს სხვა  სამკურნალო ინტერვენციების გამოყენებაც.

 

 “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში  შეძლებთ მიიღოთ მომსახურება პედიატრიული მიმართულებითაც. აქ დაგხვდებათ გუნდი, რომელსაც აქვთ გამოცდილება პედიატრიულ რეაბილიტაციასა და ფიზიოთერაპიაში. მათ შეუძლიათ სპეციფიკურ საჭიროებებზე დაფუძნებით დაგეგმონ   ბავშვთა რეაბილიტაცია.

ავტორი: ნიუპრესი