|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში რიონის სანაპირო დაბინძურებულია [PHOTO]

ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპირო დაბინძურებულია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც რამდენიმე მეტრში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრია და უამრავი ტურისტი გადაადგილდება, მდინარის პირას ნარჩენებია ჩაყრილი.

 მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" პრესსამსახურში "ნიუპრესს" განუცხადეს, რომ ტერიტორიის დასუფთავება მათი პრეროგატივა არ არის, თუმცა ადგილს აქციის ფარგლებში მაინც გაწმენდენ.  მათივე განმარტებით, რიონის  სანაპიროზე მერიის შესაბამისი ააიპის მიერ დასუფთავების აქცია არაერთხელ მოეწყო, თუმცა შედეგი დროებითი აღმოჩნდა.

"მდინარის სანაპიროების დასუფთავება არ არის ჩვენი პრეროგატივა, მიუხედავად ამისა, ვასუფთავებთ, ეწყობა აქციები და ამის ტირაჟირება ხდება, რომ მოსახლეობამ აღარ დააბინძუროს, თუმცა უშედეგოდ. გვინდა, კიდევ ერთხელ მივაწვდინოთ მოქალაქეებამდე ხმა და მოვუწოდოთ, არ დაყარონ ნარჩენები.  სამოქალაქო კულტურაა ასამაღლებელი, თორემ ჩვენ კიდევ ერთხელ დავასუფთავებთ მაგ ტერიტორიას", -განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

მისი თქმით, აქციის ფარგლებში ქალაქში 60-მდე ობიექტი დასუფთავდა. 

რიონის სანაპიროზე არსებულ პრობლემაზე არაერთხელ იმსჯელეს ქუთაისის საკრებულოშიც, დეპუტატთა ნაწილი ადგილზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას და დამრღვევთა დაჯარიმებას ითხოვდა. 

 

   

 

 

ავტორი: ნიუპრესი