|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო ლეგენდარულ არტისტს ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობება

საქართველო ლეგენდარულ არტისტს ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობება.  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ბუბა კიკაბიძის ნეშტია დასვენებული,  უამრავი ადამიანია შეკრებილი. ჩამოსულია რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის არის უკრაინის კულტურის მინისტრი, რომელიც ომში მყოფი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსამშვიდობებელ სიტყვას წაიკითხავს.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე საქართველოს პატრიარქის,  ილია მეორის სამძიმარს მეუფე ნიკოლოზი წაიკითხავს. 

 ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები, რიგითი მოქალაქეები და უკრაინაში მებრძოლი ქართველები. 

ბუბა კიკაბიძეს ფილარმონიიდან 14 საათზე გამოავენებენ, რის შემდეგაც ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. 

ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა