საქართველოს ულამაზესი ტბები (ფოტო)
სვანეთი. მაღალმთიან პლატოზე სამი პატარა ტბა თვლემს. ეს პლატო მესტიის, სვანეთის ცენტრალური დასახლების თავზეა განლაგებული. აქ ასვლა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი. წყალი ცივია, ამიტომ ბანაობა მთლად კარგი იდეა არაა. აქაურობის მთავარი ხიბლი საოცარი სილამაზის პანორამული ხედებია.
ქორულდის ტბები
უძირო ტბა
კატიწვერა, გლოლა, რაჭა.
ტაბაწყური
მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში
ტობავარჩხილი, ვერცხლის ტბა
სამეგრელო. ტბა მაღალ მთებშია, სულ წვერზე. მისკენ გზა ძალიან შორია, მაგრამ ყველაზე დაღლილ მოგზაურსაც კი ავიწყდება ყველანაირი დისკომფორტი ამ მისტიური, მომაჯადოებელი სილამაზის დანახვისას.
შავი კლდეების ტბა
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები. 48 კილომეტრიანი საცხენოსნო მარშუტი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობასთან იწყება. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბილიკია საქართველოში, რომელიც გამორჩეულია განსაცვიფრებელი ხედებით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. ბილიკის დასაწყისი ზღვის დონიდან 400 მეტრზეა, სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ბუნება ჯადოსნურად სხვაფერდება და 3500 მეტრზე ასვლისას, თუ ჩუმად და ფრთხილად იმოძრავებთ, ფაუნის იშვიათ წარმომადგენლებსაც შეიძლება წააწყდეთ.
აბუდელაურის ფერადი ტბები
ეს ტბები ხევსურეთის მარგალიტებია: მწვანე, თეთრი და ლურჯი, კლდეებში ჩამალული და ალპური მდელოებით გარშემორტყმული. სოფელ როშკადან, სადამდეც ტრანსპორტი მიდის, დაახლოებით 7 კილომეტრია ფეხით სავალი.
ფარავანი
ჯავახეთი, საქართველოს ყველაზე დიდი ტბა. უკანა ფონზე მისტიური სამსარის მთები ჩანს.
პალიასტომი
სამეგრელო. პალიასტომი 1933 წლამდე მტკნარი ტბა იყო, მოგვიანებით ღია ლაგუნად გადაიქცა. აქ შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ და დატკბეთ ტბის ულამაზესი მისადგომებით, ლერწამის ნაზარდებით, რომლებიც გაუვალ კედელს ქმნიან და ამეფო გვიმრით დაფარული ტორფიანი მდელოებით შუაგულ ტბაში.
ბატეთი
ძამას ხეობა, ქარელის რაიონი. ეს ტბა ყველაზე ლამაზი შემოდგომითაა, როცა ფერად ტყეში იმალება. თბილისიდან დაახლოებით ორი საათი მანქანით, 1 საათი ფეხით, ტყიან ბილიკებზე. შაბათ-კვირას აქ აუცილებლად იშლება კარვები, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და იოლი სალაშქრო მიმართულებაა. ტბა ზღვის დონიდან 1313 მ-ზე მდებარეობს.
ორეთი
თუშეთის დაცული ტერიტორიები. აქ მხოლოდ ფეხით ან ცხენით მოხვდები.
აქედან მთლიანი თუშეთის პანორამული ხედები იშლება. საუკეთესო ადგილია დაბანაკებისთვის და აისის და დაისის ფერებით დასატკბობად.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი