|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს "ოქროს ხანის" ისტორია და დამოუკიდებლობის 100 წელი

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "ოქროს ჩარდახში" ღონისძიება გამართეს. მეექვსე ა კლასი დამოუკიდებლობის 100 წლის თავს პრეზენტაციით გამოეხმაურა. კლასმა მასწავლებლების ორგანიზებით ორი პრეზენტაცია მოაწყო. მათ პრეზენტაციების თემებად, საქართველოს შუა საუკუნეების ხანა "თამარ შვიდმნათობიერი" და სიმბოლურად, დამოუკიდებლობის 100 წლისთავი შეარჩიეს. ისტორიის მასწავლებლის ხათუნა აფრიდონიძის განცხადებით, პროექტის მიზანია, მოსწავლეები მეტად ჩაერთონ აქტივობებში და გაკვეთილზე მოსმენილი, თავად წარმოადგინონ პროექტის სახით, მისივე განმარტებით, როდესაც პრეზენტაცია ისტორიულ ადგილას იმართება, ბავშვებს მეტი შემხებლობა აქვთ მათ მიერ წარმოდგენილ თემებთან და  პრეზენტავიის მნიშვნელობას მეტად იაზრებენ.

"ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა, ჩვენც ვიყავით ჩართული ამ კვირეულში,  მაგრამ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა  ცალკე პროექტებიც. კლასი გაიყო ორ ჯგუფად, ბავშვებმა შეარჩიეს თემები და მათ დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაციები, შეაგროვეს მასალები და პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინეს. პრეზენტაციის თემებად  ავირჩიეთ მეცამეტე საუკუნის საქართველო და დამოუკიდებლობის ასი წელი. გვინდოდა ეს ისტორიულ თემებზე პრეზენტაციაც ისტორიულ ადგილას აღგვენიშნა და შევარჩიეთ "ოქროს ჩარდახი", სადაც ბავშვებს მეტად აქვთ შეხება მათ მიერ შერჩეულ თემებთან. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ თვითმმართველობას და "ოქროს ჩარდახის" ადმინისტრაციას ორგანიზაციული მხარდაჭერისთვის"-განაცხადა ხათუნა აფრიდონიძემ.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი