საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო
საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14-მა კი წინააღმდეგ მისცა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მომავალ კვირას აუცილებლად დაუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს და კანონპრორექტის ინიცირებას უმრავლესობა მოახდენს.
მისი თქმით, პრინციპი იქნება იგივე - შემდეგ პარლამენტში 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა, 2024 წლის მოწვევის პარლამენტში 1/3 წარმომადგენლობა.
წარმოდგენილი კანონპროექტით, სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.
ავტორი: ნიუპრესი