საქართველოს რკინიგზა 25, 26 და 27 სექტემბერს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 25, 26 და 27 სექტემბერს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
25 სექტემბერი
# |
მატ.# |
დანიშნულება |
გასვლა 25 სექტემბერი |
ჩასვლა 25 სექტემბერი |
გამოსვლა 25 სექტემბერი |
ჩამოსვლა 25 სექტემბერი |
|
812/805 |
თბილისი-ბათუმი-თბილისი |
00:35 |
06:15 |
15:00 |
20:35 |
26 -27 სექტემბერი
# |
მატ.# |
დანიშნულება |
გასვლა 26 სექტემბერი |
ჩასვლა 26 სექტემბერი |
გამოსვლა 27 სექტემბერი |
ჩამოსვლა 27 სექტემბერი |
|
808/811 |
თბილისი-ბათუმი-თბილისი |
10:30 |
16:08 |
00:30 |
06:01 |
გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ნიუპრესი