|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზა სომხეთის მიმართულებით მოძრაობას 15 ივნისიდან განაახლებს

საქართველოს რკინიგზა ერევნის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლას 15 ივნისიდან განაახლებს. თბილისი-ერევანი-თბილისის მატარებელი ყოველდღე იმოძრავებს.

განახლებული მიმართულება კი ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-ერევანი-თბილისის რეისი პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე საქართველოს რკინიგზა რეისს აღადგენს. ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც.

მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება.

[R]

 

ავტორი: ნიუპრესი