|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოს რკინიგზამ" ევროპის სარკინიგზო გაერთიანის ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63- გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.

ასამბლეაზე სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები განხილეს, რომლებიც ევროკავშირის  პოლიტიკის დონეზე  სარკინიგზო ტრანსპორტის და  სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას შეუწყობს ხელს

ასამბლეაზე ისაუბრეს  პარტნიორ  სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან,  შემდგომი თანამშრომლობის  გაღრმავებასა  და სამომავლო  ურთიერთობებზე.

შეხვედრები გაიმართა ევროპის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის (DG Move) ხელმძღვანელ ჰენრიკ ჰოლოლაისთან, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) აღმასრულებელ დირექტორ ლიბორ ლოხმანთან და დოიჩე ბანის (DB) გენერალურ დირექტორ რიჩარდ ლუცისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის პრინციპები და ხედვები  გაუზიარეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა