|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზის საუკეთესო შედეგი სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით

 საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება.  2025 წლის იანვარში, კომპანიამ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტი -მილიონ ასოცდასამი ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა.

 

30% - ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. ხოლო, 37%-ით საკონტეინერო გადაზიდვების ნაწილში. დეტალურად, რომ გავმიჯნოთ - ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია 21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთის 70%-ით.

 

როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანიის მიზანია ზრდის ამგვარი ტენდენციის წლის მთლიან ჭრილში შენარჩუნება.

ავტორი: ნიუპრესი