საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა 5-6 აპრილს +17+22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 7 აპრილიდან +21,+26 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში 6 აპრილს, დღის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:39
12:35
14:08
















