|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში საარსებო შემწეობის 128 600 ოჯახი იღებს

2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი - კაცი. - ამიდ შესახებ ინფორმაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოციალური დაცვის მაჩვენებლებში არის ასახული.

უწყების ცნობით, პენსიის მიმღებთა 30.5 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი - იმერეთში, 10.3 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.6 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.

უწყების მონაცემების თანახმად, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.3 პროცენტი - კაცი.

 სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს  ომის მონაწილეები, 11.3 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.5 პროცენტი თბილისშია, 15.9 პროცენტი იმერეთში, 12.1 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.4 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.1 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში  რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 128.6 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.2 ათასი.

 

ავტორი: