|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც 28-29 ნოემბრის აქციის დარბევას ეხმიანება.

„საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ. რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები“, - წერს პრეზიდენტი.

 ცნობისთვის, აქციაზე დააკავეს 43 ადამიანი, დაშავებული არიან, მოქალაქეები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, პოლიციელები.

აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი, მან მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადა, ძალოვნებს კი მოუწოდა, აქციის მონაწილეები არ დაერბიათ. 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა