ქუთაისის სასამართლომ სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა
ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ რვავე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალად ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედებათ.
სხდომას შვიდი ბრალდებული ესწრებოდა. მათგან ერთ პირს გამოძიება ქურდულ სამყაროს წევრობას, დანარჩენს ქურდული საქმიანობის მხარდაჭერას ედავებინა. ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ქვეყნის გარეთ მყოფი ქურდული სამყაროს წევრია.
დაკავებულები წარდგენილი ბრალდებას არ ეთანხმებიან და ქურდულ სამყაროსთან კავშირს და ბაზრობაზე დასაქმებულთა მიმართ ზეწოლას გამორიცხავენ.
ბრალდების მხარე შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ საქმეში არსებული მასალებით, მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების გათვალისწინებით ყველა პირი პატიმრობაში დატოვა.
ქუთაისში სპეცოპერაცია 24 მარტს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა.
ავტორი: