|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაიხადეთ ჯარიმები მარტივად თიბისი ფეიზე

ბუნებრივია, რომ ჯარიმების გადახდა ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო პროცესია. ამასთან, ის ხანდახან რთულ და ხანგრძლივ გამოწვევადაც შეიძლება იქცეს. თიბისი ფეიზე შექმნილია ისეთი გამოცდილება, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად შეასრულოთ და დაზოგილი დრო კი უფრო საინტერესო საქმეებში გამოიყენოთ.

 

აქვე განახებთ მარტივ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოთ ჯარიმები მარტივად თიბისი ფეის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში:

 

  1. გადმოწერეთ აპლიკაცია ან ესტუმრეთ პლატფორმას www.tbcbpay.ge
  2. დარეგისტრირდით მარტივად, სულ რამდენიმე წუთში
  3. იპოვეთ ჯარიმების კატეგორია, ტრანსპორტის ან სახელმწიფო სერვისების ველში, მაგალითად: პატრულის ჯარიმა, პარკინგის ჯარიმა, ავტობუსის ჯარიმა და ა.შ.
  4. აირჩიეთ შესაბამისი სერვისი
  5. შეიყვანეთ პირადი მონაცემები ან ჯარიმის კოდი
  6. მონიშნეთ გადახდის მეთოდი და შეიყვანეთ საბანკო ბარათის მონაცემები
  7. დაასრულეთ გადახდა და შეინახეთ ქვითარი - რა იცით, რაში გამოგადგებათ?!

 

ჯარიმების გადახდა ასეთი სწრაფი და მარტივი არც არასდროს ყოფილა. მთელი პროცესის შესასრულებლად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, მერე კი შეძლებთ თქვენს საქმეებს მშვიდად დაუბრუნდეთ. თიბისი ფეის პლატფორმების მარტივი ინტერფეისის გამო, თქვენ აღარ გაეხვევით უსასრულო პროცესების ლაბირინთებში და ყველაფერს სწრაფად დაასრულებთ. ამასთან, თქვენ მუდმივად გაქვთ დაცულობის გარანტია, ვინაიდან იცით, რომ თიბისი ფეი განსაკუთრებულად უსაფრთხო სერვერებს იყენებს.



ავტორი: ნიუპრესი