|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი 14 მარტამდე გაგრძელდება

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ 1 347 განაცხადი დარეგისტრირდა.

ცესკოს ინფორმაციით, კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადები ელექტრონული პლატფორმის konkursi.cec.gov.ge გამოყენებით წარედგინათ. ამ საშუალებით 171-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 1 176-მა მონაწილემ კი განაცხადი მატერიალური სახით წარადგინა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსანტთა 77.13 % ქალია, ხოლო - 22.87% კაცი.

29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 164 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება. თითოეულ უბანზე არის 8 ვაკანსია. საარჩევნო უბნების 83.54%-ზე (137 უბანი) შემოვიდა 8 კონკურსანტის განაცხადი. 21 საარჩევნო უბანზე - 9 კონკურსანტის; 4 საარჩევნო უბანზე - 10 კონკურსანტის; 2 საარჩევნო უბანზე კი შემოვიდა 11 კონკურსანტის განცხადება.

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 11-14 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის შესაბამისად წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისიები აირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსაც“, - აცხადებენ ცესკოში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა