|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საუკუნის მემატიანე" სიმონ არველაძე 100 წლის გახდა

ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი სიმონ არველაძე 100 წლის გახდა. მას საიუბილეო თარიღი კოლეგებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა მიულოცეს.

სიმონ არველაძეს ქუთაისში საუკუნის მემატიანედ მოიხსენიებენ. ის არაერთი წიგნისა და ნაშრომის ავტორია. ფლობს არაერთ ჯილდოს. არის კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფლობს ხალხთა მეგობრობის და ღირსების ორდენებს, ასევე არის ქუთაისის და ვანის საპატიო მოქალაქე.

სიმონ არველაძე დაიბადა ვანში სოფელი ფერეთაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1959წწ. მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სკოლაში; 1960–1965წწ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1974 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

ავტორი: ნიუპრესი