|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის ამ ეტაპზე სამი ადგილი განიხილება"

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის ქუთაისის მიმდებარედ ადგილის შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განუცხადა.

"საუნივერსიტეტო ქალაქისათვის ქუთაისში თავდაპირველად 5 ადგილი შეირჩა, საიდანაც  უპირატესობა სამ მათგანს მიენიჭა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი,  ამ სამი ადგილიდან საბოლოოდ რომელი შეირჩევა.  მოთხოვნის თანახმად, საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა აიგოს ქალაქგარეთ, ქუთაისის მიმდებარედ, საუბარია, წყალტუბოს, ასევე ბაღდათის და ტყიბულის მიმართულებით არსებულ ტერიტორიებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთის შერჩევა უმოკლეს დროში უნდა მოხდეს. საუბარია 40-50 ჰა-ზე", - განაცხადა შოთა მურღულიამ. 

მისი თქმით, უსაფუძვლოა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ  ტყის გაჩეხვა მოხდება, რაც გამორიცხულია.  ამ პროექტის განხორციელება ქუთაისისათვის და მთელი რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება", -განაცხადა მან.

სამუშოებს სრულად  აფინანსებს ფონდი "ქართუ".

შეგახსენებთ, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა "ნიუპრესის" კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქუთაისის მიმდებარედ აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელსაც მთლიანად ფონდი "ქართუ" დააფინანსებს, თუმცა შემდეგ საუნივერსიტეტო კომპლექსი გადაეცემა სახელმწიფოს. ივანიშვილის მინიშნებით, იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, ამჟამად ჭაობია, რომლის ამოშრობაც მოხდება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო წლებში პრიორიტეტად განათლების სფერო დასახელდება, რადგან განათლებასთან არის დაკავშირებული თანამედროვე ეკონომიკის განვითარება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა