სახანძრო სისტემები თერმოინდუსტრიაში [R]
თერმოინდუსტრია გთავაზობთ სახანძრო სატუმბე სადგურებსა და სხვადასხვა ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებს. სახანძრო სადგურის ამოცანაა, ამოიცნოს ხანძრის საშიშროება. ის გარკვეულწილად ანალოგიურია ადამიანის აუტო იმუნური სისტემისა, რომელიც ებრძვის ორგანიზმისთვის მავნე ბაქტერიებსა და ვირუსებს. მსგავსად ამისა, სახანძრო სისტემები აფიქსირებენ და მყისიერად იწყებენ ბრძოლას ცეცხლის კერების წარმოშობის წინააღმდეგ.
რა ტიპის სახანძრო სისტემებს გთავაზობთ თერმოინდუსტრია?
თერმოინდუსტრიის სახანძრო სისტემები მოიცავს როგორც ელექტრო, ასევე მექანიკურ შემადგენელ ნაწილებს. მაგალითად: ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები სითბოს და კვამლის დეტექტორები, ხშირად კვალიფიცირდება როგორც ელექტრო კომპონენტები. ისეთი დანადგარები, როგორიცაა ტუმბოები და სპრინკლერები განიხილება, როგორც მექანიკის ნაწილი.
ხანძრის ჩახშობა და კვამლის გადაცემის კონტროლი არის აუტოიმუნური რეაგირების სახე. ზოგიერთი სისტემა ასევე მოიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ხალხის ეფექტურ ევაკუაციას შენობიდან. სახანძრო სისტემაში შესაძლებელია, ინტეგრირებული იყოს მოწყობილობები, რომელიც აუდიო-ვიდეო შეტყობინებით აფრთხილებს მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კვამლის, ხანძრის, ან რაიმე მსგავს საგანგაშო სიტუაციის აღმოჩენისთანავე. განგაშის გააქტიურება შესაძლებელია ავტომატურად კვამლის და სითბოს დეტექტორებით, ისევე როგორც მექანიკურად საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერით. ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: კვამლის დეტექტორები/ სიგნალიზაცია, სითბოს დეტექტორები, წყლის მფრქვევანები (სპრინკლერები), ცეცხლმაქრები, სახანძრო კარადები, წყლის ჰიდრანტები, სახანძრო სატუმბე სადგურები და ა.შ.
რატომ თერმოინდუსტრია?
თერმოინდუსტრია გთავაზობთ სახანძრო სისტემებს. კომპანიის კვალიფიციური საპროექტო გუნდი აპროექტებს და ამონტაჟებს სხვადასხვა ტიპის სახანძრო სატუმბე სადგურებს, როგორც კერძო სახლებში, ასევე მაღალსართულიან შენობებსა და სასტუმროებში. თერმოინდუსტრიის ტექნიკური გუნდი ახდენს შენობის წინასწარ შესწავლას, დეტალური კონსულტაციის შემდეგ გეგმავს და ამონტაჟებს მოცემული ფართისთვის ოპტიმალურ სისტემას.
რა ღირს სახანძრო სისტემები?
საქართველოს ბაზარზე სახანძრო სისტემებზე მოთხოვნა მზარდია. ნელ-ნელა ინერგება აუცილებლობა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები დამონტაჟდეს დაწესებულებებსა თუ საცხოვრებელ სახლებში. დანადგარების ფასები მერყეობს მათი ხარისხის მიხედვით. ასევე გასათვალისწინებელია შენობის ფართი, კონსტრუქცია და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი. მხოლოდ შენობის შესწავლის შემდეგ ხდება სახანძრო სისტემის პროექტის მომზადება და მისი ფასის გამოანგარიშება.
ავტორი: ნიუპრესი