|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სეს: ფაროსანას წინააღმდეგ აპრილი-ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა

ზურაბ ლიპარტია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების მთავარი მიზანი ეკონომიკური ზიანის 15%-მდე შემცირებაა,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე საუბრობს.

ის აპრილიდან ოქტომრბის თვემდე ჩატარებულ ღონისძიებებს წარმატებულად აფასებს, მისი თქმით ამ პერიოდში დაახლოებით 700 ათასი ჰექტარი ტერიტორია შეიწამლა და ღონისძიებების ეფექტურობა სიმინდის მოსავალზე დადებითად აისახა.

ზურაბ ლიპარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დიდი ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავება და ტყის ფართობებზე "მოიზიდე და მოკალი" სადგურების განთავსება მავნებელტან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის გათვალისწინებით ხორციელდება. დოკუმენტი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით არის მომზადებული.

მედიაპროდუქტი მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა