|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიძინე როლიკები მისაღებ ფასად

ბავშვის სუფთა ჰაერზე გაყვანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკური აქტიურობა ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებითად მოქმედებს, რაც ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. თუმცა ბავშვებისთვის მხოლოდ სეირნობა საკმარისი არ არის, მათ რაიმე გასართობი სჭირდებათ. ამ საკითხის გადასაჭრელად როლიკები ყველაზე ოპტიმალური არჩევანია. ამ გზით ბავშვს გარეთ მეტი დროის გატარება დამოუკიდებლადაც შეუძლია.

როლიკების არჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მისი ხარისხი ბავშვის/მოზრდილის უსაფრთხო გადაადგილებას განსაზღვრავს. გორგოლაჭების ყველაზე ფართო არჩევანი Liloshop-ზე შეგიძლიათ იხილოთ, სადაც სრული კომპლექტაციის აღჭურვილობა მისაღებად ფასადაა წარმოდგენილი.  დამცავი ჩაფხუტის ფასი 22 ლარიდან იწყება, ხოლო როლიკების შეძენა 99 ლარიდან 160 ლარამდე დიაპაზონში შეგიძლიათ. გორგოლაჭების ზომა ყველა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი, ხოლო სასურველი მოდელების ფერებშიც მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. შეგიძლიათ ლილოშოპზე მხოლოდ დამატებითი აღჭურვილობაც შეიძინოთ, თუმცა თუ თქვენი შვილისთვის გორგოლაჭების შეძენას გადაწყვეტთ, გირჩევთ სრული კომპლექტი შეარჩიოთ, რომელიც ყველანაირ დამცავ აქსესუარს მოიცავს. ასე თქვენ დაზოგავთ თანხას და ბავშვს შესაძლო ტრავმებისგან მაქსიმალურად დაიცავთ. თბილისის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რაც დაგიზოგავთ დროს და სასურველი ნივთის შეძენას მეტად კომფორტულად მოახერხებთ. 

რა უნდა გაითვალისწინოთ როლიკების შეძენის დროს?

როლიკების შეძენისას უმჯობესია რეგულირებად მოდელებს მიანიჭოთ უპირატესობა, რომლებსაც ბორბლები სიგანეზე აქვს გადანაწილებული და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მეტად უსაფრთხოა. ზოგიერთი მოდელის გარდაქმნა (დამატებითი ბორბლების მოხსნა) მარტივია, რაც დაგეხმარებათ, რომ ბავშვმა გორგოლაჭები შეძენიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენოს. მთავარია შეარჩიოთ მოდელი ასაკის მიხედვით და ფეხზე მისი კომფორტულობა გადაამოწმოთ. დასაწყისისთვის 2X2-ზე კონფიგურაციის როლიკების შეძენაა რეკომენდებული, თუმცა განსხვავებული ჩასაშენებელი მოდელებიც საკმაოდ აქტუალურია. 

როლიკები ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, ამიტომ მისი გამოყენება კარგი ფიზიკური ვარჯიშის ტოლფასია. ამასთან ბავშვებში გორგოლაჭების გამოყენება გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს.  სეირნობისას ბავშვი მუდმივად სწორ მანევრებსა და მარშრუტზე ფიქრობს, სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვას სწავლობს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება. 

ზრდასრულებისთვის როლიკებით სეირნობა ტანვარჯიშით დაკავების ტოლფასია, რადგან ის მთელი სხეულის გავარჯიშებას უწყობს ხელს. რაც მთავარია როლიკების გამოყენებისას ენდორფინები გამოიყოფა და ნებისმიერი ასაკის ადამიანში პოზიტიური განწყობა იმატებს, რაც სტრესისა და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ. ლოდინი ნამდვილად არ ღირს, შეიძინეთ როლიკები მისაღებად ფასად ონლაინ და აქციეთ ყოველი დღე სასიამოვნო მოგონებად. 



ავტორი: