,,შემოდგომის წყალტუბო" მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
პირველ ოქტომბერს წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო" მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დელეგაციები წყალტუბოს მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფოლკლორი, თეატრალიზებული სანახაობები, საგამოფენო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები.
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დაიწურა ყურძენი და ჩამოისხა ბრენდირებული ღვინო - ,,წყალტუბო’’, იმერულ ფაცხებში კი, სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნა წარმოდგენილი.
დღესასწაულზე გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
,, შემოდგომის წყალტუბო -2022“ საზეიმო კონცერტით დასრულდება. ღონისძიებას გახსნის ფოლკლორული ანსაბლი ,,ნადური’’, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ შეასრულებს ქართველ კომპოზიტორთა შედევრებს, ასევე საკუთარ მუსიკალურ პროგრამას წარმოადგენს გიორგი გაბუნია და ღამის შოუს ბენდი.
სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო 2022” ფოიერვერკით დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა