შემოთავაზებული ადგილები ან მთის ფერდია და კარავს ვერ გაშლი, ან საფრთისშემცველია - გოლეთიანი
შემოთავაზებული ადგილები ან მთის ფერდია და კარავს ვერ გაშლი, ან საფრთისშემცველია, ან ტელეფონი არ იჭერს, - აცხადებს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი, რომელიც პროტესტის გასაგრძელებლად ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ლოკაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას აცრცელებს.
მისი თქმით, შემოთავაზებული ადგილები პოლიციასთან ერთად დაათვალიერეს, თუმცა კარვების გასაშლელად არცერთი ადგილი არ გამოდგება.
"დღეს უნდა დავბრუნებულიყავით ნამოხვანში ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ადგილების სანახავად, ჩვენთან არის პოლიციაც. კომპანია აცხადებს რომ ლალი ეფრემიძის მიწა, სადაც ჩვენ ადრე კარვები გვქონდა გაშლილი, არის მისი საკუთრება და ამიტომ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ალტერნატიული ადგილები. გამოიკვეთა სულ რამდენიმე ადგილი, რაც ვნახეთ, არსად დადგომა არ შეიძლება, ფერდი ადგილებია, მთის კალთა არის და კარავს ვერ გაშლი ზედ, ან არის რიონის პირი, ისეთი ადგილები, სადაც ტელეფონი არ იჭერს. არის ასევე ადგილები, სადაც დადგომა საფრთისშემცველია", - განაცხადა გოლეთიანმა ფეისბუკჩართვისას.
მისივე თქმით, შემოთავაზებული ლოკაციებიდან რჩება ადგილი, რომელიც ლალი ეფრემიძის მიწის ნაკვეთის მოპირდაპირე მხარესაა. ამასთან, ხეობის მცველების თქმით, ლალი ეფერემიძეს ამ მიწის გასხვისებაზე ხელი არ მოუწერია და ამ მიწის საკითხი მათთვისაც პრინციპულია.
"თუ მათთვის ეს პრინციპის საკითხი არ არის, რა მნიშვნელობა აქვს, გზის ერთ მხარეს დავდგებით, თუ მეორე მხარეს. ეს არის ხატის მიწა, აქ ჩვენ ხატი აღვმართეთ, ამიტომ ეს ადგილი ჩვენთვის არის პრინციპული საკითხი", - აცხადებს გოლეთიანი.
როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, ნამოხვანში ამ დროისათვის ჰესის სამუშაოები რეალურად აღარ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლის მონაწილეობით მედიაციის გარგლებში, ხელისუფლება ჰესის მოწინაღმდეგებს ნამოხვანში შესვლის და იქ განთავსების უფლება მისცა. კარვების განსათევსებლად 13 ლოკაცია შესთავაზეს. მოთხოვნებს შორისაა ასევე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება.
ავტორი: ნიუპრესი