შეხვედრა ქუთაისის მაჟორიტარობის ქალ კანდიდატებთან
"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ქუთაისის გენდერის მედიაცენტრმა ქუთაისის მაჟორიტარობის ქალ კანდიდატებთან დისკუსია გამართა. მედიაცენტრის დირექტორმა ქეთევან ბერძენიშვილმა მათ გააცნო "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" მიერ ქალთა საჭიროებების თაობაზე ჩატარებული კვლევის შედეგები. კანდიდატები გაეცნენ იმ საკითხებს და არსებული პრობლემებს, რის მოწესრიგებასა და მოგვარებას ქალი ამომრჩევლები მათგან ითხოვენ.
როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სამწუხაროდ, დეტალურად არ იცნობენ ქალ ამომრჩეველთა პრობლემებს, რადგან შეხვედრებზე არ ხდება ქალთა საჭიროებებზე საუბარი. აღნიშნეს, რომ კვლევა კარგი დოკუმენტია მათთვის,რათა საკრებულოში არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინონ და გაუკეთონ ინიცირება ბიუჯეტის შედგენისას იმ საკითხებს, რაც ქალებს სჭირდებათ.
ავტორი: ნიუპრესი