|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 18-19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი.

 თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში,  ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორი: ნიუპრესი