სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი იცვლება
საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი იცვლება. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში ჩნდება მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.
აღნიშნული ცვლილება შევიდა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის“ შესახებ მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილებაში.
ცვლილებების მიხედვით, თუ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ მიღებული ხელფასი (დასაბეგრი შემოსავალი) ბოლო 3 თვის განმავლობაში, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.“
გადამოწმება შეეხება იმ ოჯახებსაც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული შეღავათები ვრცელდებოდა.
ავტორი:
18:03
17:18
17:12
17:03
18:17
















